Skip to content

10 წესი ბიზნესში წარმატებისათვის (სტივ ჯობსი)

სტივ ჯობსი თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. მისი წარმატების ისტორია მართლაცდა გასაოცარია.ის ერთი ობლობაში გაზრდილი მეოცნებე ბიჭი იყო, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა. კოლეჯში მხოლოდ 6 თვე ისწავლა და გამოაგდეს, რადგან სწავლის ფულის გადახდა ვერ შეძლო. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბინის ქირასაც ვერ იხდიდა, ხან მეგობრებთან ცხოვრობდა,ხან კიდევ ქუჩაში ათევდა ღამეს. საჭმლის ფული, რომ ეშოვნა კოკა–კოლას ბოთლებს აგროვებდა და აბარებდა. დღეს კი მას იცნობენ, როგორც მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს, მილიარდელს და ქველმოქმედს, რომელმაც ყველასათვის კარგად ნაცნობი “Apple”-ის კომპანია დაარსა.
სტივ ჯობსი გვასწავლის:10 წესი ბიზნესში წარმატებისათვის
1.აკეთე ის რისი კეთებაც გიყვარს: მისი აზრით ერთადერთი გზა, რომ დიდი ბიზნესი აკეთო არის ის,რომ აკეთო ის,რაც გიყვარს,ან შეიყვარო ის, რასაც აკეთებ.
2.იყავი გამორჩეული: იაზროვნეთ განსხვავებულად! სჯობს მეკობრე იყოთ, ვიდრე საზვაო ფლოტისათვის მუშაობდეთ – ამბობს იგი.
3.იყავი მაქსიმალისტი: აკეთეთ იმის მაქსიმუმი,რაც შეგიძლიათ. ყოველ წარმატებას ახალი წარმატების შესაძლებლობა მოაქვს,ნუ შეჩერდებით – გვირჩევს იგი.
4.კარგად შეისწავლე საკუთარი თავი და ბიზნესი: იცოდეთ თქვენი და თქვენი ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.ნუ მოგერიდებათ სამსახურიდან გაუშვათ ისეთი ადამიანი, რომელზეც ფიქრობთ, რომ თქვენი კომპანიის სისუსტეა.
5.გადადგი ნაბიჯი: ხშირად პირველი ნაბიჯის გადადგა ყველაზე რთულია. ნუ გეშინიათ, უბრალოდ გადადგით…
6.დაიწყე პატარა საქმით და იფიქრე დიდზე: ყველაფერს ერთდროულად ვერ გააკეთებთ და ვერც ყველაზე კარგად. დაიწყეთ პატარით და იფიქრეთ დიდზე, დიდ მომავალზე. არა უბრალოდ ხვალინდელ დღეზე, არამედ მომავალზე.
7.იშრომე პროდუქტიულად: ადამიანები თქვენს შრომას მისი პროდუქტიულობითა და ხარისხით აფასებენ. ეცადეთ თქვენი და მომხმარებლის სურვილები ერთმანეთს მოარგოთ.
8.გამოკითხე, მოისმინე შეფასება: ხალხის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვის. გამოკითხეთ ადამიანები, სთხოვეთ მათ შეაფასონ თქვენი მომსახურება და პროდუქცია და იმოქმედეთ მათი აზრის შესაბამისად.
9.იყავი ინოვატორი:ადამიანებს უყვართ სიახლეები და ეცადეთ ხშირად შეიტანოთ ისინი თქვენს პროდუქტებსა და მომსახურებაში. სიახლეები საჭიროა თქვენს კომპანიაშიც. გარემოს ცვლილება, სამუშაოს გამარტივება, წახალისების ახალი და ორიგინალური ფორმები უაღრესად დადებით გავლენას ახდენს მომუშავეთა სტიმულირებაზე და ზრდის შრომის ნაყოფიერებას.
10.ისწავლე განუწყვეტლივ: არ შეწყვიტოთ სწავლა, ეცადეთ აჰყვეთ ცვალებად სამყაროს და თქვენც შეიცვალოთ მასთან ერთად. გაითვალისწინეთ წარსული გამოცდილება, გაითვალისწინეთ სხვისი გამოცდილება,ისწავლეთ სხვისგან,ისწავლეთ საკუთარი შეცდომებისგან. უბრალოდ ნუ შეწყვეტთ სწავლას.