Skip to content

რომელი ენა ვისწავლოთ?

ცხოვრებაში, როგორც წესი, ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს ის, ვისაც უფრო მეტი და საუკეთესო ინფორმაცია აქვს… (ბენჟამინ დიზრაელი)

რომელი ენა შევისწავლოთ ? (უცხო ენების შერჩევის კრიტერიუმები)

უდავოა,რომ ჩვენი კარიერული წინსვლა და წარმატება ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნას აუცილებლად საჭიროებს და თუ უცხო ენის ცოდნის აუცილებლობა უკვე საკამათო აღარაა,საინტერესოა,როგორ გავაკეთოთ არჩევანი დამატებითი უცხო ენის შესწავლისას?

ჩვენს არჩევანს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორები განსაზღვრავდეს: ენის პოპულარობა, მოლაპარაკე ხალხის რიცხოვნობა,ამ ენაზე წარმოებული ბიზნესის მოცულობა(მთლიანი შიდა პროდუქტი), ენის სირთულის დონე და ა.შ. თუ თქვენ გადაწყვიტეთ დამატებით უცხო ენის სწავლა ქვემოთ მოყვანილი მონაცემები არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ და მეტ მოტივაციასაც შეგიქმნით.