ის უხასიათო გოგონა იყო და სკოლაში მუდამ კამათი და უკმაყოფილება ჰქონდა თანატოლებთან. ანი საოცრად მწარე ენით გამოირჩეოდა. ბოროტი ბავშვიაო ვერ იტყოდი, თუმცა მეტისმეტად მგძნობიარე იყო და როცა ვინმეს გულს ატკენდა, თვითონაც საშინლად გრძნობდა თავს.
ერთხელაც მასწავლებელმა ანის დედა სკოლაში დაიბარა და სთხოვა ამ პრობლემის გამოსწორებისაზე ეზრუნა.
დაფიქრებული დედა სახლში სიტყვის უთქმელად წავიდა. საღამო ხანს მან შვილს ჩაქუჩი და ლურსმების შეკვრა მისცა და უთხრა:
“შვილო, როდესაც გაბრაზდები და გულს ატკენ ვინმეს, ყოველ ჯერზე, ერთ ლურსმანს დააჭედებ შენი ოთახის კარზე.”
“კარგი დედა, ასე მოვიქცევი ” – შეპირდა ანი მას.
პირველი კვირის შემდეგ კარზე უკვე 39 ლურსმანი იყო. მეორე კვირას ანი უკვე ცდილობდა, რომ კარზე ლურსმების რაოდენობა შეემცირებინა. რაც მთავარია, გოგონამ შეამჩნია, რომ ლურსმების ჭედება სულაც არ იყო სახალისო და დღე ბევრად მოსაწყენი ხდებოდა.
კარზე ლურსმების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდებოდა, ვიდრე ერთ დღეს, საერთოდაც არ შეწყდა ეს პროცესი.
“ძალიან კარგია შვილო”, უთხრა მას დედამ. “რაკი ისწავლე თუ როგორ აკონტროლო შენი ემოციები, მინდა კიდევ ერთი გაკვეთილი ჩაგიტარო. მოდი ახლა პირიქით მოიქეცი : რამდენჯერაც შეძლებ, თავი შეიკავო ჩხუბისაგან და უსიამოვნებებს თავი აარიდო, იმდენჯერ ამოაძვრე შენს მიერ დაჭედებული ლურსმანი კარიდან.”
ანი ისევ დასთანხმდა საყვარელ დედას და არც შემცდარა. რამოდენიმე კვირის შემდეგ კარზე არც ერთი ლურსმანი აღარ ჩანდა. გახარებული შვილი ამაყად წარსდგა დედის წინაშე და ანგარიში ჩააბარა.
“ძალიან მიხარია შვილო , თუმცა ახლა მსურს ერთი რამ გაჩვენო”, უთხრა დედამ შვილს და მისი ოთახის კართან მიიყვანა.
– ხედავ შვილო? – უთხრა მან ანის და კარზე დარჩენილ ნალურსმანებზე მიუთითა. “კარი თავის პირვანდელ სახეს ვერასდროს დაიბრუნებს. ცხოვრებაშიც ასეა, ჩვენი ცუდი საქციელი და სიტყვები, ხშირად ასეთივე ნაკვალევს ტოვებენ ადამიანების გულებში.”
“თუ ადამიანს დანა დაარტყი, განა აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ ეტყვი: მაპატიე, ვწუხვარ ?!. . . შეიძლება მან სურგძელობა გამოიჩინოს , გაპატიოს, მაგრამ ჭრილობა მაინც რჩება და თავის კვალს ტოვებს..”
“ჩვენს ცხოვრებაშიც ასეა. დაიმახსოვრე შვილო, სიტყვებით მიყენებული სულიერი ტკივილი ხშირად ფიზიკურ ტკივილზე ბევრად უფრო ძლიერი და მტკივნეულია” – დაასრულა დედამ გაკვეთილი.