- გახსოვდეთ, ბავშვი შინაური ცხოველი არ არის;
- თქვენ და თქვენი შვილები ცხოვრებას განსხვავებულად აღიქვამთ;
- ნუ გაუკეთებთ შვილებს იმას, რასაც ისინი თავადვე შეძლებენ;
- ნუ შემოინახავთ შეფასების მოძველებულ მეთოდებს – მათი შეფასებისას გულმავიწყობა გამოიჩინეთ.
- ჭუჭყი და არეულობა კეთილდღეობის საფუძველია;
- პუბერტატის მოახლოვებასთან ერთად, ნაკლებად შეაღეთ მათი ოთახის კარი, მითუმეტეს დაუკითხავად;
- ნუ იდარდებთ, თუკი ყოველთვის არ გისმენენ… იფიქრეთ იმაზე, რომ ყოველთვის გიყურებენ;
- ხშირად უსმინეთ, მათგან ბევრს ისწავლით;
- მუდამ აგრძნობინეთ სითბო და სიყვარული და ამავდროულად იზრუნეთ, რომ თქვენს კალთას რაც შეიძლება მალე მოსწყდეს.
და ბოლოს, თქვენ ვერასოდეს შეაფასებთ საკუთარ თავს, როგორც მშობელს. სიცოცხლის ბოლომდე გაგყვებათ კითხვები: ,, როდის დავუშვი შეცდომა?’’, ,,როდის მოვიქეცი სწორად?’’ როდესაც შვილიშვილები გეყოლებათ და თვალყურს მათ აღზრდას მიადევნებთ, კითხვებზე არასრულ პასუხებს მაშინ მიაგნებთ.
მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა; წყარო: Positive Website