Skip to content

დაშავებული ჯარისკაცები – რეალური ისტორია

გულისამაჩუყებელი ამბავი, რომელიც ჟურნალისტმა რონი პოლანეცკიმ 2005 წლის 22 დეკემბერს, Philadephia Daily News -ში გამოაქვეყნა:

ყველაფერი გასულ შობას დაიწყო, როდესაც ბანეტი და ვივიან ლევინები დამწუხრებული უსმენდნენ რადიოში გადმოცემულ ინფორმაციას ამერიკელი ჯარისკაცების დაშავების შესახებ. – ,,უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათზე.’’ – უთხრა ვივიანმა ბენეტს და მათ გადაწყვიტეს, დაეგეგმათ ტური.

3 დეკემბერს, ჯარისჯაცები ჰოსპიტლიდან ფილადელფიაში, ფეხბურთის ყოველწლიურ თამაშზე უნდა გადაეყვანათ. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მათ ამისთვის საკუთარი სარკინიგზო ხაზი შექმნეს. ბენეტ ლევინი ერთ-ერთი მათგანია, ვისაც საკუთარი მატარებელი ჰყავს. ის 3 მდიდრული მატარებლის მფლობელია. წითლად მოპირკეთებული, რბილი დასაჯდომებითა და თეთრი სასადილო სივრცით. ერთი მატარებელი ელეგანტური ,,პენსილვანიაა’’, რომლითაც გადაასვენეს ჯონ ფიცჯერალდ კენედის ძმის, ბობის სხეული სასაფლაომდე.

,,ამ მანქანას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს’’ – ამბობს ბენეტი.

ლევინებს იმ ტრადიციის აღდგენა სურდათ, რომელიც 1936 წელს დაინერგა და 1975 წლამდე გასტანა – მატარებლებს საზღვაო ძალების გულშემატკივრები იმ სტადიონისკენ გადაჰყავდათ, რომელზედაც ყოველწლიური საფეხბურთო თამაშები იმართებოდა. ,,ჩვენ გვსურს, პირველი კლასის მომსახურება გავუწიოთ მათ – კვება ბორტზე, კერძო ტრანსპორტირება მატარებლიდან სტადიონისკენ, კომფორტული მგზავრობა.’’

არმიის საომარი კოლეჯის დაარსებიბსას, რომლის მეურვეც თავად არის, ბენეტი უოლტერ რიდს შეხვდა და განიზრახა, რომ მხოლოდ ჯარების გადაყვანის საკითხებზე ესაუბრათ. ,,არანაირი პრესა მოგზაურობისას, არანაირი პოლიტიკა, იმიტომ რომ, მე არ მსურს, ვინმე სულელმა მოგზაურობის ფოტო კამპანიის ფოტოდ აქციოს.’’- ამბობს ბენეტი. -,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ჯარისკაცების განტვირთვაა.’’

მომდევნო თვეების განმავლობაში, მან ქვეყნის მასშტაბით 15 მატარებლის მფლობელი დაითანხმა – ,,ისინი უნდა იცნობდნენ ერთმანეთს. სწორედ ისინი გამოყოფენ მატარებლებს ერთი დღით.’’

ეროვნული სარკინიგზო კომპანია ჯარისკაცების ფილადელდიაში გადასაყვანად და შემდეგ უკან დასაბრუნებლად მზად იყო. გადაწყვიტეს, რომ დაშავებულ ჯარისკაცებს მოედნამდე ავტობუსით მიიყვანდნენ და 100 ადგილის ხარჯს კოლეჯიდან დაფარდავდნენ. მოგზაურობაში შედიოდა ლანჩი, გათვალისწინებული იყო ყველაფერი, რაც სჭირდებოდათ, არა მხოლოდ ჯარისკაცებისთვის, არამედ სტუმრებისთვისაც. თითოეულ მათგანს ერთი ადამიანის წამოყვანის უფლება ჰქონდა.

საზღვაო ქვეითებმა ეს გააპროტესტეს. ,,ისინი ამბობდნენ, რომ მათთან ერთად სტუმრების წამოყვანას, მეტი ქვეითის გადაყვანას ამჯობინებდნენ.’’ – ნაღვლიანად ამბობს ლევინი. მებრძოლებთან შეხვედრამ ემოციურ ბენეტიზე ძალიან იმოქმედა. ზოგიერთ მათგანს კიდურები ჰქონდა დაკარგული, ზოგი ინვალიდის ეტლში იჯდა. ,,მოგზაურობა მათ ღიმილს მოჰგვრის. ისინი სავსე არიან სიცოცხლითა და გამბედაობით.’’ – ამბობს ბენეტი.

,,სტადიონზე ბიჭები მხიარულობდნენ,’’ – იხსენებს ბენეტი. მათ განწყობას ვერაფერი უფუჭებდა. ამის შემდეგ, გმირებს მოშივდათ და მატარებელში სასადილოდ დააბრუნეს. ,,დღე სანახაობრივი იყო და ეს ყველაფერი ამ ბიჭების დამსახურებაა. შესანიშნავი იყო დღეს აქ ყოფნა,’’ – ამბობს ლევინი.

ყველაზე მტკივნეული მომენტი ბენეტისთვის დამშვიდობება იყო. ჯარისკაცებმა სადგურზე თავიანთი ჰიმნი შეასრულეს. ერთ-ერთმა უსინათლო ჯარისკაცმა ლევინს მიმართა – ,, მე არ შემიძლია თქვენი დანახვა, მაგრამ თქვენ ნამდვილად მშვენიერი უნდა იყოთ!’’ – ,,არ შემეძლო, მისთვის მეპასუხა’’ – ამბობს ბენეტი.

გავიდა დრო, მაგრამ ლევინები და მათი სტუმრები ამ დღის სიყვარულს მაინც გრძნობენ. ,,ჩემი შობა ადრე გათენდა,’’ – ამბობს ბენეტი, რომელიც ებრაელია და შობის სეზონი უყვარს. –,,ამ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.’’

ერთ-ერთი ჯარისჯაცი ლევინების მისამართით გაგზავნილ წერილში წერს: ,,ის მოგონებები, რომლებიც გასული შაბათიდან მოგვყვება, ყოველთვის თან გაგვყვება. მათ ვერაფერი შეცვლის’’.

ღმერთმა დალოცოს ლევინები, და დალოცოს შეიარაღებული ძალები.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა