Skip to content

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების სჯეროდეთ

არაერთი კვლევის თანახმად,  იმისათვის რომ წარმატებას მივაღწიოთ, აუცილებელია, ჯერ საკუთარ თავს დავაჯეროთ, რომ ჩვენ ეს შეგიძლია.

შეიძლება არც დაფიქრებულხართ, მაგრამ მასწავლებლის მხრიდან კონკრეტულ მოსწავლეზე არსებულ წარმოდგენებსა და ვარაუდებს  არსებითად შეუძლია შეცვალოს ბავშვის დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი. უფრო მეტიც, პედაგოგების დაუფიქრებელი იარლიყები ზოგჯერ საფრთხეს უქმნის ბავშვის სწრაფვას მომავლისკენ.

მასწავლებლის, როგორც განმანათლებლების, სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მოსწავლის ფართო შესაძლებლობების გაანალიზება და დახმარება პოტენციალის აღმოჩენაში. პედაგოგი, ასევე,  ვალდებულია მხარი დაუჭიროს მოსწავლეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასწავლებლებმა უნდა დანერგონ მოსწავლეებში იმედი და დააჯერონ ისინი საკუთარ შესაძლებლობებში.

რა არის იმედი, იგივე საკუთარი თავის  ნდობა ?

იმედი, ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, მიაღწიოს დასახულ მიზანს. იგი დაკავშირებულია აკადემიურ მიღწევებთან, შემოქმედებითობასთან, პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნართან და სხვა. როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, იმედი, გარკვეულწილად არის ეფემერული კონცეფია და ამავდროულად, პრაქტიკულად განხორციელებადიც.

იმედი ორი კომპონენტისაგან შედგება: პირველი, გულისხმობს ალტერნატიული გზების ძიებას, როდესაც საფრთხეები წარმოიქმნება, ხოლო მეორე კომპონენტი არის რწმენის, მოტივაციისა და თავდაჯერებულობის ერთობლიობა, გამოხატული მიზნის მისაღწევად განხორციელებულ ქმედებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე რგოლი ცენტრალურია იმედისათვის, უფრო მეტად აუცილებელია, მეორე ! მაგალითად, სტუდენტებს, რომელთაც უფრო მეტად აქვთ განვითარებული მეორე კომპონენტი, ანუ აქვთ საკმარისზე მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა, უმჯობესია მათი აკადემიური და ფსიქოლოგიური მაჩვენებელიც.

„მომავლის პოზიტიური ხედვა არის ძლიერი გავლენა აწმყოზე, როგორც დღევანდელი დღის ეფექტური გადაწყვეტილებები, აზრები და ქმედებები.“  – წერს კვლევის ავტორი დანტე დიქსონი.

ამდენად, თუ მოსწავლეები და სტუდენტები ისწრაფიან მიზნისკენ, შესაბამისად, აქვთ მოტივაცია და თავდაჯერებულობა, აანალიზებენ იმას, თუ როგორ შეიძლება წარმართოს მათი მომავალი დღევანდელმა ქმედებამ, მაშინ ისინი უფრო მეტად იქნებიან ჩართულნი სასკოლო პროცესში და შეუპოვრად გააგრძელებენ გზას მიზნისკენ, როცა წინ სავალი გზა კლდოვანია.

3 რჩევა პედაგოგებს, თუ როგორ ჩავუნერგოთ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენა.

გთავაზობთ, კვლევაზე დაფუძნებულ სამ იდეას პედაგოგებისა და ზოგადად, საგანმანათლებლო სივრცის წარმომდაგენლებისათვის, ვინც საკუთარ მოვალეობად  მიიჩნევს გაანავითაროს ახალგაზრდებში მიზნისკენ სწრაფვის უნარი.

  1. დააკვირვეთ გარედან.

იმისათვის რომ შევცვალოთ საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენები, ჯერ უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას ზოგადად ამ წარმოდგენების შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოქმედებენ ეს წარმოდგენები ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე. ამ ნაწილში გვეხმარება ადამიანებს ჩვენი გონიერება და ყურადღება.

ყურადღების გამახვილება გულისხმობს დაკვირვებას. ჩვენი სხეულიდან წამოსული ემოციები მიგვითითებენ, იმაზე, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. დაკვირვება გვაძლევს საშუალებას აღვწეროთ საკუთარი გამოცდილება და ვუწოდოთ მას სახელი. ეს კი თავისთავად გვიბიძგებს გადავდგათ გაცნობიერებული ნაბიჯი.

კვლევებმა აჩვენა, სტუდენტები რომელთაც შეუძლიათ საკუთარ თავზე დაკვირვება და მოვლენების გარედან შეხედვა, გამოირჩევიან მეტი თავდაჯერებით და ადვილად უმკლავდებიან მარცხს.

  1. ასწავლეთ საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა.

მასწავლებლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა, ჩაუნერგოს მიზნისკენ სწრაფვის უნარი და დაარწმუნოს საკუთარ შესაძლებლობებში ისეთი მოსწავლე, რომელსაც ჩვევად აქვს თავის გამტყუნება ყოველ შეცდომისა თუ მარცხის დროს.

თანაგრძნობა მხოლოდ სხვებს არ სჭირდებათ. საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა და პატიებაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია.

თუ მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს საკუთარი თავისადმი თანაგრძნობა და ლმობიერად ესაუბროს მას, გაანალიზოს რა, რომ შეცდომების დაშვება ადამიანურია, მაშინ შეიძლება ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების.

კვლევის თანამხად, მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ თავს ხშირად განსჯიან ხოლმე ნაკლებ ოპტიმისტები არიან  თანაგრძნობით განმსჭვალულ სტუდენტებთან შედარებით.

საკუთარი  თავის დამშვიდება და პატიება ნამდვილად არ არის საკმარისი. ასევე, აუცილებელია ძირითადი რწმენისა და ნარატივის ცვლილება, რომელიც ემოციური იმედგაცრუების სათავეა.

  1. გააკონტროლეთ საკუთარი შეხედულებები სტუდენტების შესახებ

ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება იმას, გაანალიზო, რა იქნება უმჯობესი სტუდენტისათვის, რა უფრო დაეხმარება მას. ამის შემდგომ კი, დააჯერო ეს თავად სტუდენტს.

ყოველი სტუდენტი იმსახურებს შანსს და აქვს უფლება აღმოაჩინოს საკუთარი დიდებული პოტენციალი.

„ჩვენ არ შეიძლება ისე მოვექცთ ჩვენს სტუდენტებს, როგორც სხვა ადამიანთა შვილებს“- წერს განათლების ექსპერტი და მკვლევარი ჯეფ დუნკან-ანდრეიდი – „მათი ტკივილი ჩვენი ტკივილი უნდა იყოს.“