“როცა ტელეფონებიც კი არ არსებობდა-
რა ინტერნეტი და მესიჯები..
ისხდნენ ალბათ ასე, მდუმარედ, და გაჰყურებდნენ მთებს, მთაზე მოხვეულ ვიწრო ბილიკებს.
ზოგჯერ ალბათ მზით გამთბარი, თხელი ღრუბლებიდან, წვიმის კანტი-კუნტი წვეთებიც წამოვიდოდა ხოლმე.
ზოგჯერ ამოვარდებოდა ქარი და,
მოკლედ, იმის თქმა მინდა,რომ
მოთმინება ისე ძლიერი იყო,
ისე დიდი,
ისე ანაწილებდნენ გაურკვეველ დღეთა რაოდენობაზე,-
რომ როცა იქნებოდა, ვიღაც მოვიდოდა სოფელში
და მოიყვანდა საკუთარ თავს,
ან მოიტანდა ამბავს მისას,
ვისაც ძლიერ ელოდნენ.
ელოდნენ მოთმინებით, და არა ასე ისტერიული ფორიაქით-
რატომ არ ჩანს? სად არის? როგორ არის ნეტავ?
…რა ინტერნეტი, რა მობილური-
ისხდნენ და მთებისგან დათმენას სწავლობდნენ.”
ავტორი: ნანა ქელეხიძე