წარმატების უმნიშვნელოვანესი საზომი:
კაცობრიობის მომავალი, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოს გათვალიწინებით, განსაკუთრებული ყურადღებისა და სიფხიზლის გამოჩენას გვაიძულებს, რადგან დღეს ნაჩქარევად მიღებული გადაწყეტილება, შესაძლებელია, მომავალში გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი გახდეს. ამიტომაც არის, რომ მომავლის არქიტექტორები იძულებულნი არიან, შექმნან აზრითა და ფორმით სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული სამყარო.
წარმატების უმნიშვნელოვანესი ნიშანი:
განსაკუთრებით ბევრს ნიშნავს, მოიპოვო სხვების პატივისცემა და ატარო დამსახურებული სახელი.
ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები ცნობილ პიროვნებებზე, ადასტურებს, რომ მათ მიერ მოპოვებული წარმატება არის მძიმე შრომის ტოლფასი; რომ მათ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვით მშობლებს და ზოგადად,- ოჯახის წევრებს.
პატივი უნდა სცეთ საკუთარ თავს :
ფაქტია, რომ ადამიანი საკუთარ თავს განსაკუთრებით მაშინ აფასებს, როდესაც ხედავს, თუ როგორ აფასებენ მას სხვები. ამიტომ, ადამიანი განსაკუთრებით ამ მომენტში ცდილობს შეინარჩუნოს მოპოვებული პატივისცემა, აღიარება. როდესაც ვგრძნობთ, რომ სხვები საკუთარი მიღწეულის გამო გაფასებენ, ეს გაცილებით მეტი სტიმულია საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც. როგორც წესი, ამ დროს ადამიანი მეტად გახსნილი ხდება დაინტერესებულ პიროვნებებთან მიმართებაში.
ორი რამ, რაც უნდა გააკეთოთ:
ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ორი რამ იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოვადგინოთ იმ სიტუაციაში, სადაც იმსახურებს აღიარებას. პირველი ვლინდება ჩვენი ცოდნის წარმოდგენაში, საკუთარი სფეროს მიმართ. რაც მეტად ხედავენ, რომ ღრმად იცით სფერო, ადამიანები მით უფრო გაფასებენ. ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანებიც კი, შესაბამისი ექსპერტების მიერ არიან შეფასებულნი და კიდევ უფრო მეტად ავითარებენ „საექსპერტო გავლენას და ძალას “, ასევე მათი სიძლიერე მდგომარეობს მოსმენის განსაკუთრებულ უნარში.
იცოდეთ კარგად თქვენი ბიზნესი:
საუკეთესო მოვაჭრეები არიან ისინი, ვინც იცის, რომ მათი პროდუქცია ცივია. ისინი ღრმად ივკლევენ თავიანთი პროდუქციის ასპექტებს, ყველა კუთხეს და იმ გზასა და სეგმენტს, რომლისკენაც მიემართება მათი პროდუქცია, რათა მიწოდებამ ზუსტი პასუხი გასცეს კლიენტთა მოთხოვნებს.
განავითარეთ გამოცდილებები:
პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ექსპერტიზას, რაც გამოცდილების განვითარებაში გეხმარებათ. ეს არის კიდევ ერთი განსაკუთრებული სიტუაცია, პატივისცემისა და აღაირების მოსაპოვებლად, რითაც ავითარებთ გამოცდილებას და ნერგავთ ექსპერტიზის მეთოდებს. ექსპერტიზა მჭიდროდაა დაკავშირებული ცოდნასთან, ის მოითხოვს საჭირო უნარებს. ქალბატონები და მამაკაცები, მიუხედავადა იმისა, რომ კარგად იციან საკუთარი საქმე, მუდმივად ავითარებენ საკუთრ უნარებს პრაქტიკაში, რათა გახდნენ უფრო მეტად აღიარებულნი და ცნობილნი, როგორც საუკეთესოები საკუთარ სფეროში.
აქტიური ვარჯიშები:
აქ არის შემდეგი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რამ, რაც დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოთ:
პირველი – საკუთარი შეცდომა უნდა შეისწავლოთ დეტალურად. მიუძღვენით მას დღეში თუნდაც 1 საათი, რათა გაიგოთ გამომწვევი მიზეზები, წარმოაჩინოთ მის წინააღმდეგ ბრძოლის გზები.
მეორე – მუდმივად უნდა განაახლოთ ცოდნა და გამოცდილება თქვენს სფეროში.
განსაღვრეთ თქვენი პროფესიული უნარებიდან სუსტი და ეცადეთ, გააძლიეროთ ის.
ცოდნაც 21-ე საუკუნის გასაღებია.