Skip to content

ბედნიერება გადაწყვეტილებაა

წარმატება და ბედნიერება ეს არის გრძნობები, რომელთა განცდა ყველა ადამიანს სურს დედამიწაზე. უმეტეს შემთხვევაში, ბევრი ჩვენგანი ეძებს ბედნიერებას მცდარ ადგილას და საბოლოოდ, უფრო ვიტანჯებით.

ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენი თავის გარეთ ვეძებთ რაღაცას თუ ვიღაცას, რომ მოგვგვაროს ეს გრძნობა.

რუმიმ ერთხელ თქვა, ოთახიდან ოთახში დავდივართ და ვეძებთ ბრილინტის ყელსაბამს, რომელიც კისერზე გვიკეთია. ანალოგიურად, როდესაც ვეძებთ ბედნიერებას „ყველგან“, ვერასდროს ვამჩნევთ, რომ ის მუდამ ჩვენთან ერთადაა.

ვფიქრობ, ყველა დამეთანხმება, რომ ბედნიერება არ არის დამოკიდებული მატერიალურ საგნებზე, მაგალითად: გარკვეული მანქანის ტარებაზე ან პრესტიჟული ტიტულის მიღებაზე. (ეს საგნები, უბრალოდ, მატებენ სიამოვნებას თქვენს ცხოვრებას).

ბედნიერება არ არის დამოკიდებული სხვა ადამიანებზე, მაგალითად იმაზე, გყავთ მეორე ნახევარი თუ არა. (თუმცა, სიყვარულისა და მხარდაჭერის გრძნობა ასევე გვგვრის სიამოვნების გრძნობას).

ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე, რა ხდება გარშემო. თუ დარჩები, კარგი იქნება და თუ წახვალ, კარგი იქნება.

ბედნიერებას ვერ იპოვით სადმე გარე სამყაროში.

ბედნიერების მთავარი დაბრკოლება არის „გაუმართავი აზროვნება“. მაგალითად, ფიქრობთ, რომ ვიღაცას აბ რაღაცას შეუძლია თქვენი გაბედნიერება. ასევე, უფრთხილდით „სასწაულის ზარებს“, „შეუკავებელ ბედნიერებას, რომელიც იცვლება დროსთან და ადგილთან ერთად. ACIM-ის თანახმად ასეთი სახის ბედნიერება არის ილუზია და მას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა.“

სად უნდა ვეძებოთ ბედნიერება?

შეწყვიტეთ იმის ძებნა გარეთ, რისი პოვნა მხოლოდ შიგნითაა შესაძლებელი. მიიღეთ გადაწყვეტილება, იყოთ ბედნიერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ბედნიერება არის დამოკიდებული თქვენს გადაწყვეტილებაზე – იყოთ ბედნიერი.

დაფიქრდით, მიგიღიათ თუ არა ოდესმე შეგნებულად გადაწყვეტილება, რომ იყოთ ბედნიერი? მე გამოვიცნობ, – არა!

აი, თქვენი ოფიციალური მოწვევა – იყავით ბედნიერები! მოდით, გავაერთიონოთ ძალები ბედნიერებისთვის.

გაიმეორეთ ჩემთან ერთად:

მე, სწორედ ახლა გადავწყვიტე, ვიყო ბედნიერი, მიუხედავად ამინდის, სამყაროსა ან იმისა, თუ როგორ ვგრძნობ თავს. მე ზუსტად ვიცი, ეს არის ჩემი, ღვთის მიერ ბოძებული უფლება – ვიყო ბედნიერი. მე ვითხოვ ბედნიერებას და ბედნიერება მითხოვს მე!

მიშელ ლ. კასტო