ტერმინი „ფსიქოსომატიკა“ 21-ე საუკუნეში შემოიტანა გერმანელმა ფსიქიატრმა იოhან ქრისტიან ავგუსტმა (Johann Christian August Heinroth). მან ხაზი გაუსვა სულიერი დაავადებების ნეგატიურ ეფექტს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოგვიანებით, შეისწავლა რა სხვადასხვა ფსიქოლოგის ისტორია, ფსიქიატრი მივიდა დასკვნამდე, რომ ყველა კონფლიქტი რაც ადამიანის ტვინში მიმდინარეობს, დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციონირებაზე.
ტერმინი „ფსიქოსომატიკა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან. „ფსიქო“ – სული და „სომა“ – სხეული, რაც ძალიან კარგად ხსნის ამ დარგის არსსა და მიზანს. ამ დარგს ხშირად განიხილავენ, როგორც საუკეთესო საშუალებას იმის საჩვენებლად, თუ რა გავლენას ახდენს სულიერი დაავადებები ადამიანის ფიზიკურ დაავადებებზე. ადამიანის სურვილებმა შეიძლება გამოიწვიონ ახალი დაავადებები. მაგალითან, შეიძლება ადამიანს იმდენად არ სურდეს რაღაცის დანახვა, რომ მხედველობა დააკლდეს, ან რაიმეს მოსმენა – და სმენა დააკლდეს. ამიტომ ფსიქოსომატიკა იძლევა რჩევებს, თუ როგორ ვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, როგორც მივიღოთ ახალი ინფორმაცია და ა.შ
იმისათვის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს მეთოდი, საჭიროა გავათვითცნობიეროთ, რომ აზრებს კი არ შეუძლიათ ჩვენი კონტროლი, არამედ ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, თუ რა ვიფიქროთ, რა ვიგრძნოთ, როგორი გადაწყვეტილებები მივიღოთ.
ექიმებმა შემოგვთავაზეს რამდენიმე გზა ამ მეთოდის ეფექტურად გამოყენებისათვის:
1. გათავისუფლდით ცუდი ემოციებისგან;
2. ნეგატიური ემოციები პოზიტიურად გარდაქმენით;
3. გააკონტროლეთ თქვენი ცნობიერება და საშუალება მიეცით მას, გასწავლოთ. ისწავლეთ მისგან რაღაც ახალი, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოგადგებათ;
იყავით ემოციურად ძლიერები, გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც არ გჭირდებათ და მაშინ თქვენ ფიზიკურადაც ჯანმრთელნი იქნებით.