Skip to content

როგორ გინდა დაამახსოვრო თავი ხალხს?

დაახლოებით 100 წლის წინ, როდესაც ერთმა კაცმა გაზეთი გადაშალა და  კითხვა დაიწყო, ამოიკითხა მისი სახელი და გვარი გარდაცვლილთა სვეტში. ჟურნალისტს შეეშალა, რადგან მომხდარი მის ძმას ეხებოდა.

კაცი გონს, რომ მოეგო დააინტერესა რას წერდა მასზე საზოგადოება, როგორ იხსენებდნენ -დინამიტის გამომგონებელს, ქიმიკოსს, ინჟინერს. სტატია იტყობინებოდა: „დინამიტის შემქმნელი მეფე გარდაიცვალა!“’ ასევე მოხსენიებული იყო: „სიკვდილის ვაჭარი…“ „პიროვნებამ, რომელმაც შექმნა ყველაზე სწრაფი სიკვიდილის იარაღი…“

„ასე მომიგონებდნენ?!“ მან ზუსტად იცოდა, რომ არ სურდა ეს! იმდენად შეძრა მომხდარმა ფაქტმა, რომ გადაწყვიტა შეეცვალა მისი და სხვების ცხოვრება! იმ დღიდან, მან დაიწყო მუშაობა მშვიდობის დარგში! მისი სახელი იყო ალფრედ ნობელი, რომელიც დღეს ნობელის პრიზითაა ცნობილი.

მან შეცვალა მისი ღირებულებები, საქმიანობა და ხედვა ცხოვრებისადმი.

როგორ გინდა დაამახსოვროთ თავი ხალხს?

რამდენად ღირებულია თქვენი ის საქმე, რასაც აკეთებთ ახლა?

რას იტყოდნენ თქვენზე კარგს?

არასდროსაა გვიანი შეცვალო შენი ცხოვრება და საქმიანობა, სანამ ცოცხალი ხარ! გააკეთო იმაზე, ღირებული საქმეები ვიდრე აკეთებ ახლა. არასდროს არაა შენი მიზანი იმაზე დიდი, ვიდრე ხარ შენ თავად-ადამიანი!

რეალური ისტორიის წყარო: