Skip to content

10 ამოცანა მსხვილი კომპანიების გასაუბრების მეთოდებიდან

ცნობილი კორპორაციები – Google, Intel, Apple – გამოირჩევიან იმით, რომ გასაუბრებაზე კანდიდატებს უჩვეულო ამოცანებს უსვამენ. გთავაზობთ ასეთი ამოცანების 10 საინტერესო მაგალითს:

Apple

apple

ამოცანა 1. ლოგიკური ამოცანა. შელდონ კუპერი (პოპულარული სერიალის გენიალური ფიზიკოსი) მივიდა სათამაშო კვესტში ბოლო საზღვრამდე. მის წინ ორი კარია, ერთს საგანძურთან მიჰყავს, მეორეს – სიცოცხლისთვის სახიფათო ლაბირინთამდე. ორივე კართან დგანან დარაჯები, რომლებმაც იციან, თუ რომელი კარი მიდის საგანძურამდე. ერთ-ერთი დარაჯი არასდროს ტყუის, მეორე კი ყოველთვის ტყუილს ამბობს. შელდონმა არ იცის, რომელია მატყუარა. მანამ, სანამ აირჩევს კარს, შეუძლია, რომ ერთი შეკითხვა დაუსვას მხოლოდ ერთ დარაჯს.

შეკითხვა: რა უნდა ჰკითხოს შელდონმა დარაჯს, რომ მოხვდეს საგანძურთან?

პასუხი: ნებისმიერს შეგიძლიათ, დაუსვათ კითხვა: „რომელი კარია, მეორე დარაჯის აზრით, სწორი?“ თუ შელდონი კითხვას სიმართლის მთქმელ დარაჯს დაუსვამს, მაშინ მიიღებს მონაცემებს იმაზე, თუ რომელ კარს მიჰყავს ლაბირინთამდე, მატყუარა დარაჯი ხომ ყოველთვის ტყუილს ამბობს. ხოლო თუ მატყუარა დარაჯს ჰკითხავს, მაშინაც გაიგებს თუ რომელ კარს მიჰყავს ლაბირინთამდე, რადგანაც დარაჯი მოატყუებს კარზე, რომელზეც სიმართლის მთქმელი დარაჯი მიანიშნებს.

ამოცანა 2. დედამიწა დაიპყრეს უცხოპლანეტელებმა, რომლებსაც გეგმაში აქვთ მთელი პლანეტის განადგურება, თუმცა გადაწყვიტეს მიეცათ ადამიანებისთვის ერთი შანსი. მათ აირჩიეს ყველაზე ჭკვიანი ხალხი და სრულიად ბნელ ოთახში დასვეს რიგში, ერთმანეთის მიყოლებით. თითოეულ ადამიანს დაახურეს ორი ფერის ქუდები – ვარდისფერი ან მწვანე და ამის შემდეგ, ჩართეს შუქი.

უცხოპლანეტელმა რიგის ბოლოში მყოფი ადამიანიდან დაიწყო კითხვის დასმა, თუ რა ფერის ქუდი ეხურა. ქუდის ფერის გარდა, სხვა სიტყვების თქმა ან ჩუმად ყოფნა არ შეიძლება. ვინც სწორად პასუხობს, ცოცხალი რჩება, ვინც არა -კლავენ.

არ შეიძლება, შეხედოთ იმას, თუ რა ფერის ქუდი გაფარიათ, მაგრამ შეიძლება შეთანხმდეთ, თუ რა პრინციპით უპასუხებს ყველა. ქუდების განლაგება შემთხვევითია, კომბინაციები შეიძლება იყოს ნებისმიერი, თქვენ ხედავთ თქვენ წინ არსებულ ყველა ქუდს.

შეკითხვა: რა უნდა უპასუხოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს?

პასუხი: ის, ვინც პირველად პასუხობს, ითვლის მის წინ მყოფი მწვანე ქუდების რაოდენობას: თუ მიიღებს კენტ რიცხვს, პასუხობს – „მწვანე“, თუ ლუწს -„ვარდისფერი“. შემდეგი ადამიანი ხედავს მის წინ მყოფი ქუდების რაოდენობას და ასევე, გამორიცხავს უკან მჯდომი ქუდის ფერს, ასე იგებს თავისი ქუდის ფერს და ა.შ. აქედან გამომდინარე, გარანტირებულად ცოცხალი რჩება 9 ადამიანი 10-იდან, ხოლო პირველი მოპასუხის გადარჩენის შანსი 1/1-ზეა.

Adobe

adobe

ამოცანა 3. თქვენ გაქვთ 50 მოტოციკლი საწვავით შევსებული ბაკით, რომელიც 100 კმ-ს ყოფნის.
შეკითხვა: ამ 50 მოტოციკლის გამოყენებით, რამდენად შორს შეგიძლიათ წასვლა (იმის გათვალისწინებით, რომ თავდაპირველად ისინი მდებარეობენ სივრცის ერთ გარკვეულ წერტილში)?

პასუხი: ყველა ერთდროულად დავქოქოთ და გავიაროთ 100 კმ. თუმცა, არის სხვა გადაწყვეტილებაც. ჯერ გადმოიტანეთ ყველა მოტოციკლი 50 კმ-ზე, შემდეგ გადაასხით საწვავი მოტოციკლების ერთი ნახევარიდან მეორეში. ასე გამოგივათ 25 მოტოციკლი სავსე ბაკით. გაიარეთ კიდევ 50 კმ და გაიმეორეთ პროცედურა. ამგვარად, შეძლებთ გაიაროთ თითქმის 350 კმ.

Microsoft

microsoft

ამოცანა 4. თქვენ გაქვთ წყლის ულევი მარაგი და ორი ვედრო -5 ლიტრიანი და 3 ლიტრიანი.

შეკითხვა: როგორ გაზომავთ 4 ლიტრს?

პასუხი: შეავსეთ წყლით 5 ლ-იანი ვედრო და გადაასხით წყლის ნახევარი 3 ლ-იანში. ასე გაქვთ 3 ლ პატარა ვედროში და 2ლ – დიდში. გადაღვარეთ წყალი პატარა ვედროდან და გადაასხით იქ დიდში დარჩენილი 2 ლ. შემდეგ ისევ გაავსეთ დიდი ვედრო და გადაასხით წყალი პატარაში. იქ უკვეა 2 ლ. ასე რომ, დიდიდან პატარაში მხოლოდ ერთ ლიტრს გადაასხამთ, ხოლო დიდში 4 ლიტრი დარჩება.

ამოცანა 5. თქვენ გაქვთ თოკის ორი მონაკვეთი. თითოეული ისეთია, რომ როცა მოუკიდებთ ცეცხლს, ერთი ბოლოდან იწვება 60 წუთის განმავლობაში.

შეკითხვა: თქვენ გაქვთ ასანთის ერთი კოლოფი, როგორ უნდა გაზომოთ ასეთი თოკის ორი მონაკვეთის მეშვეობით 45 წუთი?

პასუხი: ერთ მონაკვეთს ცეცხლს ორი ბოლოდან ვუკიდებთ, ამავდროულად, მეორე მონაკვეთსაც ვუკიდებთ ცეცხლს, თუმცა მხოლოდ ერთი ბოლოდან. როდესაც პირველი მონაკვეთი დაიწვება ბოლომდე, გავა 30 წუთი, ხოლო მეორისგან ამ დროს 30 წუთი დარჩება. შემდეგ მას ვუკიდებთ ცეცხლს ორივე ბოლოდან ერთდროულად და ვიღებთ 15 წუთს.

Google

google

ამოცანა 6. თქვენ გაქვთ ერთნაირი სახისა და ზომის 8 ბურთი.
შეკითხვა: როგორ შეიძლება, იპოვოთ ყველაზე მძიმე ბურთი, თუკი სასწორის გამოყენება მხოლოდ 2 აწონისთვის შეგიძლიათ?

პასუხი: ამოარჩიეთ 6 ბურთი, დაყავით ჯგუფებად (3-3 ბურთი) და დადეთ სასწორზე. ჯგუფი, სადაც უფრო მძიმე ბურთია, გადაწონის სასწორს. ამოარჩიეთ ნებისმიერი 2 ბურთი ამ 3-იდან და აწონეთ. თუ მძიმე ბურთი მათ შორისაა, გაიგებთ; თუ ერთნაირად იწონიან – ე.ი. მძიმე ბურთი არის ის 1. ხოლო თუ მძიმე ბურთი არ აღმოჩნდა ამ არჩეულ 6 ბურთს შორის, მაშინ ის არის დარჩენილ 2 ბურთს შორის.

Qualcomm

Qualcomm

ამოცანა 7. ეს ამოცანა აღწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც senior systems engineer-ის პოზიციის გასაუბრებაზე იყო. მან აღნიშნა, რომ თავისი პასუხი ჰქონდა და დიდი ხანი ეკამათებოდა ადამიანს, რომელიც ატარებდა გასაუბრებას.

დავუშვათ, არის უკაბელო ქსელის მონაცემების გადამცემი 10 პაკეტი. არხი არც ისე ხარისხიანია. ასე რომ, ალბათობა არის 1/10, რომ მონაცემების პაკეტი არ იქნება გადაცემული. ტრანსმიტერმა ყოველთვის იცის, წარმატებით თუ წარუმატებლად იყო გადაცემული პაკეტი. როდესაც გადაცემა წარუმატებელია, ტრანსმიტერი აგრძელებს პაკეტის გადაცემას მანამ, სანამ გადაცემა არ იქნება წარმატებული.

შეკითხვა: არხის გადაცემის როგორ შესაძლებლობას ვიღებთ?

პასუხი: მომხმარებლის აზრით, პასუხი უნდა იყოს: 9 პაკეტი წამში. თუმცა ადამიანი, რომელიც ინტერვიუს ატარებდა, მას არ დაეთანხმა, სწორი პასუხი არ თქვა, მაგრამ იმეორებდა, რომ: „რეტრანმისიის გამო გადაცემითი შესაძლებლობა უნდა შემცირდეს 1/10 მეტად.“

Yandex

yandex

ამოცანა 8. თამაში შედგება ერთნაირი დამოუკიდებელი კონებისგან. თითოეულში მოგების შანსი P ალბათობის ტოლია. როდესაც მოთამაშე იგებს, იღებს 1 დოლარს, როდესაც აგებს – იხდის 1 დოლარს. როცა მისი კაპიტალი აღწევს N რაოდენობას, მას გამარჯვებულად აცხადებენ და მიდის კაზინოდან.

შეკითხვა: იპოვეთ იმის ალბათობა, რომ მოთამაშე ადრე თუ გვიან წააგებს მთელ ფულს, მისი თავდაპირველი K კაპიტალიდან გამომდინარე.

ამოცანა 9. გვაქვს მორფოლოგიური ლექსიკონი დაახლოებით 100 000 სიტყვის მოცულობით, რომელშიც სრული და არასრული სახის ზმნები სხვადასხვა სტატიაშია განთავსებული ( ანუ „აკეთო“ და „გააკეთო“ სხვადასხვა ლექსიკურ საშუალებად ითვლება). თქვენ უნდა იპოვოთ ლექსიკონში ასეთი სახის წყვილები და „მიაწებოთ“ სტატიები ერთმანეთს.

შეკითხვა: აღწერეთ ასეთი ამოცანის გადაწყვეტის საერთო სცენარი და ასეთი წყვილების ძებნის დაახლოებითი ალგორითმი.

სამწუხაროდ Yandex-ის ამოცანების პასუხები არ გვაქვს.

და ბონუსი

ამოცანა 10. ამ ამოცანას მიაწერენ ალბერტ აინშტაინს – თითქოსდა, მისი მეშვეობით ირჩევდა იგი ასისტენტებს.

ქუჩაში დგას 5 სახლი.

ინგლისელი ცხოვრობს წითელ სახლში.

ესპანელს ჰყავს ძაღლი.

მწვანე სახლში სვამენ ყავას.

უკრაინელი სვამს ჩაის.

მწვანე სახლი თეთრი სახლის მარჯვნივ დგას.

მას, ვინც Old Gold-ს ეწევა, ჰყავს ლოკოკინები.

ყვითელ სახლში Kool-ს ეწევიან.

ცენტრალურ სახლში სვამენ რძეს.

ნორვეგიელი ცხოვრობს პირველ სახლში.

იმის მეზობელს, ვინც Chesterfield-ს ეწევა, ჰყავს მელა.

სახლი, სადაც ცხენი ჰყავთ, დგას იმ სახლის მეზობლად, რომელშიც Kool-ს ეწევიან.

ის, ვინც Lucky Strike-ს ეწევა, სვამს ფორთოხლის წვენს.

იაპონელი ეწევა Parliament-ს.

ნორვეგიელი ლურჯ სახლთან ახლოს ცხოვრობს.

თითოეული სახლი სხვადასხვა ფერშია შეღებილი, თითოეულში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს, თითოეულს – თავისი ცხოველი, სიგარეტის საყვარელი მარკა და სასმელი აქვს.

შეკითხვა: ვინ სვამს წყალს? ვის ჰყავს ზებრა?

პასუხი: იაპონელს ჰყავს ზებრა, ნორვეგიელი სვამს წყალს.