მაქს ფრაი- ორი მწერლის ლიტერატურული ფსევდონიმია- სვეტლანა მარტინჩიკისა და იგორ სტეპინის.
გთავაზობთ მათ რამდენიმე ციტატას, რომელიც გაჩუქებთ სასწაულების რწმენას.
• შენი თავი უნდა გიყვარდეს და შეაქო. ხომ ვერ დაავალებ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს უცხო ადამიანებს!
• მე მაქვს მშვენიერი წესი: თუ ის, რაც ხდება, აღარ მოგწონს, მაშინვე წადი.
• ჩვენ ყოჩაღები ვართ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც კი შეგვეძლო. დარჩა კიდევ იმის გაკეთება, რაც არ შეგვიძლია, და მაშინ წარმატება გარანტირებულია.
• გაუმარჯოს პიროვნების გაორებას- სულიერი ბალანსის უმოკლეს გზას!
• თუ კლდიდან უფსკრულში ვარდები, რატომ არ უნდა სცადო გაფრენა? რას კარგავ?
• ყველა, ყოველთვის სამუდამოდ მიდის. დაბრუნება შეუძლებელია- ჩვენ მაგივრად ყოველთვის ვიღაც სხვა ბრუნდება.
• ლოდინი და იმედი- გაგიჟების სწრაფი მეთოდია, ხოლო სირბილი ქალაქში და სისულელების კეთება- არის ის, რაც გვჭირდება!
• ზოგჯერ, წინსვლის გადამწყვეტი ნაბიჯი არის კარგი დარტყმის შედეგი.
• საუკეთესო მოგზაურობა არის ის, რომელსაც არ აქვს დასასრული.
• ნებისმიერი ქალი გადარეული ჩიტია. პრობლემა იმაშია, რომ ბევრი არ მიისწრაფის ფრენის სწავლისკენ და მათ ბუდის გაკეთებაც ყოფნით.
• ერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო: უნდა წახვიდე იქ, სადაც გსურს, და არა იქ, სადაც ვითომდა, საჭიროა.
• თუ ყოფის ახლანდელი პეიზაჟი აუტანელია, საჭიროა დაუყოვნებლივ გადააყირაოთ ყველაფერი, დაანარცხოთ ცა მიწაზე და ნახოთ, რა იქნება.
• თუ ახლოს არაა გასასვლელი, უბრალოდ, საჭიროა, შექმნათ იგი თქვენს ხელთ არსებული მასალებისგან.
• ნებისმიერი ადამიანი თვითონაა თავისთვის ფორტუნის ბორბალი და ეშმაკი, საკუთარი წარმატების ერთადერთი და განუმეორებელი მიზეზი. უბრალოდ, ყველას შეცდომით ჰგონია, თითქოს სამყარო სავსეა ბოროტი და ყველაფერში დამნაშავე ხალხით.
• სხვათაშორის, შეამჩნიე, რომ ეს სამყარო სავსეა ხალხით, რომელიც სრულიად დარწმუნებულია, რომ მშვენივრად ესმის, თუ რა ემართებათ სხვებს.
• როგორ შეუძლია ნორმალურ ადამიანს იუმორის გრძნობით, სერიოზულად მოუნდეს დაქორწინება-არ მესმის!
• როდესაც იცი, რაზე დაელაპარაკო ადამიანს-ორმხირივი სიმპათიის ნიშანია. როდესაც გაქვთ რამე, რაზეც უნდა იყოთ ჩუმად-ნამდვილი მეგობრობის დასაწყისია.
• შენ ახლაც გიმართლებს, უბრალოდ, ამას უკვე შეეჩვიე.
• „ნებისმიერი ფასით გამარჯვება“ – ეს არაა ჩემი დევიზი. ჩემი დივიზი ასე ჟღერს – „გამარჯვება, რაც შეიძლება ნაკლებ ფასად“
• ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტებიც, როცა საჭიროა უფსკრულში გადაშვება, რათა დარწმუნდეს იმაში, რომ ყოველთვის შეეძლო ფრენა.
• წავიდეთ სახლში, სერ მაქს. ვჭამოთ, მოვიწყინოთ და ვიფიქროთ.