Skip to content

სტივენ ფრაის 10 ნააზრები სიყვარულზე, დეპრესიაზე და ცხოვრების არსზე

სტივენ ფრაი – მსახიობი, მწერალი, ტელერადიო წამყვანი, კინოდოკუმენტალისტი, სამოქალაქო უფლებებისათვის მებრძოლი, განმანათლებელი,ერუდიტი. მას მოხდილი აქვს სასჯელი თაღლითობისთვის და კოკაინის მოხმარებისთვის. ორჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა, ის ასევე იტანჯება ბიპოლარული მწვავე აშლილობით.

ქვემოთ მოყვანილი რჩევები სტივენ ფრაის პირად გამოცდილებას ეყრდნობა.

1. მთავარი რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ სამყაროში ტალანტზე, ენერგიაზე, მიზანდასახულობაზე და სხვა ყველა დანარჩენზე მაღლა დგას სიკეთე. რაც უფრო მეტი პოზიტივი იქნება სამყაროში, მით უფრო უკეთესი იქნება ეს დედამიწა. ხოლო ყველა დანარჩენი დიადი სიტყვები: ქველმოქმედება, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, – ბუმბერაზ სიკეთესთან შედარებით მხოლოდ ქონდრისკაცებია.

2. თავი დაანებეთ იმის გარკვევას, თუ რა საერთო აქვთ წარმატებულ ადამიანებს. ჯობია კარგად დააკვირდეთ, იმას თუ რა აერთიანებთ წარუმატებელ ადამიანებს – ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ ,,მე მჭირდება ამის გაკეთება, მე ის უნდა გავაკეთო“ . ,,მე მჭირდება“ – ჭირდებათ იმიტომ, რომ ისინი არავის უყვარს, ამიტომაც ვერასოდეს ვერ აღწევენ იმას რაც სურთ. გაუთავებელი ,,მე. მე მინდა, მე მჭირდება, მე… “დაინტერესდი გარშემომყოფი ადამიანებით, გაახილეთ თვალები, რათა დააკვირდე სამყაროს და არა საკუთარ თავს. მხოლოდ ასე შედგები და ჩამოყალიბდები, გახდები სხვებისთვის საინტერესო და ადამიანებიც შენკენ სრაფვას დაიწყებენ. ისინი ხომ სითბოს და აღფრთოვანებას ესწრაფვიან. სითბოს გამოხატვა და ამით სხვების აღფრთოვანება, კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც გულწრფელად არიან დაინტერესებული სხვებით.

3. ბევრჯერ დამიდია ხელი მკერდზე, რათა შემეგრძნო, თუ როგორ ფეთქავს ჩემი გულის ძრავი და მთელ სხეულს აცახცახებს, იბერება ფილტვები, მიდის სისხლის ცირკულაცია. ამ შეგრძნებებში, ყველაზე მეტად გამაოგნა იმან, თუ რამდენად დიდია შინაგანი ძალა, რომელსაც მე ვფლობ. არა ჯადოსნური, არამედ რეალური ძალა. მე უკვე მაქვს ძალა ცხოვრებისიეულ სირთულეებთან გასამკლავებლად, მეტიც, მე მაქვს ძალა მიხაროდეს, მაქვს ძალა გართობისთვის და მრავალფეროვნებისთვის.

4. ვაპირებდი გამომევა წიგნი: როგორ გავხდეთ ბედნიერები – წარმატება გარანტირებულია!“ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს იყიდიდნენ აღმოაჩენდნენ ცარიელ გვერდებს, წარწერას მხოლოდ პირველ გვერდზე:,, შეეშვით საკუთარი თავის სიბრალურს და თქვენ ბედნიერები იქნებით. „ხოლო ცარიელი გვერდები განკუთვნილია საინტერესო იდეებისთვის და ჩანახატებისთვის- აი ასეთი იქნებოდა ეს წიგნი, ცარიელი და ამავდროულად ძალაინ მართალი. მინდა დავიძახო: ,,რა ადვილია ეს ყოველივე!“ მაგრამ არა, სინამდვილეში საკუთარი თავის შებრალების შეწვეტა მარტივი სულაც არაარის. პირიქით ძალიან რთულია იმიტომ, რომ ჩევნ საკუთარი თავი გამუდმებით გვეცოდება.

5. ზოგჯერ ძალიან მეხმარება ვიფიქრო საკუთარ განწყობაზე და გრძნობებზე, ისე როგორ ამიდზე ვფიქრობ. დაახლოები ასე: ამინდი შეცვლა შეუძლებელია. შესაძლებელია მხოლოდ ისურვო რომ ის შეიცვალოს. თუ კი ბნელა და წვიმს ე.ი ბნელა და წვიმს და ჩვენ ამას ვერ შევცვლით . უკუნეთი და წვიმა შეიძლება ორი კვირა გაგრძელდეს. მაგრამ ოდესმე მაინც გამოანათებს მზე. მაგრამ დარის დაჩქარება ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის ნამდვილად დადგება.

ადამიანის განწყობაც ზუსტად ასეა. ფიქრი იმაზე რომ ჩვენი გრძნობები ალუზიურია მცდარია, ისინი ყოველთვის რეალურია. დეპრესია, ღელვა, აპათია, ისეთივე რეალურია როგორც ამინდი.აქაც არ ძალგვიძს ჩვენ რაიმეს შეცვლა და ეს არავის ბრალი არაა. მაგრამ ესეც გაივლის. როგორც ჩვენ ვეგუებით ამინდს, ასევე გვიწევს შევეგუოთ, იმას თუ როგორი გვეჩვენება ზოგჯერ ცხოვრება. ,,დღეს საშინელი დღეა“ ვახდენთ ჩვენ ფაქტის კონსტანტირებას და ეს სრულიად რეალისტური მიდგომაა, რომელიც გვეხმარება, შევქმნათ ცნობიერების ქოლგა, რომელიც სიტუაციასთან სწორად გამკლავებაში დაგვეხმარება. ,,ეი!ეი! წვიმს! მე ამაში დამნაშავე არ ვარ და არც რაიმეს შეცვლა შემიძლია, მხოლოდ უნდა მოვიცადო, ხვალ კი შეიძლება მზემ გამოანათოს, მაშინ კი ვერავინ დამასწრებს“.

6. ზოგიერთი დარწმუნებულია, რომ თითქოს მის თვითრეალიზაციას ხელს უშლიან. მრავალრიცხოვანი აზიატები ინგლისში, სამეფო ოჯახის არსებობა, ფანჯრებს მიღმა ინტენსიური საგზაო მოძრაობა, პროფკავშირების უმოქმედობა, გულგრილი და უგრძნობი დამსაქმებლების ძალაუფლება, ჯანდაცვის ორგანოების მხრიდან ადამიანის მდგომარეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება, კომუნიზმი, კაპიტალიზმი, ათეიზმი, და გინდაც ყველაფერი, სინამდვილეში კი – სინამდვილეში ხელს გვშლის საკუთარი თავის ხელში აყვანის გაუაზრებელი უუნარობა.

7. მჩვენი სამყაროს უბედურების დიდი წილი იმაზე მოდის , რომ ჩვენ ხშირად ვიხდით ბოდიშს იმისთვის, რისთვისაც ბოდიშის მოხდა სულაც არის საჭირო. ხოლო იქ სადაც მართლა დამნაშავე ვართ და ბოდიში უნდა მოვიხადოთ ვდუმდებით, მე ბოდიში უნდა მოვიხადო გაუფრთხილებლობისთვის, ყოყმანისთვის, ტყუილისთვის, სისასტიკისთვის, სიკეთის არქონისთვის, ურწმუნობისთვის.არ უნდა ვიხდიდეთ ბოდიშსჩვემი გულიდან წამოსული იმპულსების გამოხატვისთვის, იმიტომ რომ ისინი არავის აყენებენ ზიანს. ადამიანები იხდიდნენ ბოდიშს იმისთვის, რაშიც დანაშაული არ მიუძღვით – ეს ტირანიაა.

8. საკუთარი თავის პარადოქსული სიძულვილი,კლასიკური ნარცისიზმის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. როცა ჩვენ საკუთარ თავს და მთელ სამყაროს, ვუჩვენებთ, თუ როგორ გვეზიზღება საკუთარი თავი, მაშინვე ქათინაურების და აღფრთოვანების ობიექტი ვხდებით და ჩვენც შინაგანად ვთვლით, რომ ამას ვიმსახურებთ.

9. მართალია, ეხლა მე უფრო ბედნიერი ვარ ვიდრე ადრე ვიყავი, და მაინც უნდა ვაღიარო რომ, მთელ ჩემს არსებასისეთს როგორიც გავხდი , გავცვლიდი ნამდვილ სტივენზე, მარად უბედურზე, ნერვიულსა და ველურზე. დაუფიქრებელ და სასოწარკვეთილ მაგრამ ცოცხალი16 წლის სტივენ ფრაიზე.იმიტომ რომ პროცესი შედეგზე მნიშნელოვანია. ისწავლეთ პროცესით ტკბობა.

10. თუ კი დაფიქრდებით – სიყვარულს მიზანი არ აქვს – სწორედ, ამის გამოა ის ესოდენ არაჩვეულებრივი. მიზანი აქვს სექსს განტვირთვის, ენერგიისგან დაცლის, ზოგჯერ მისი მიზანი გამრავლებაა. მაგრამ სიყვარული როგორც ნებისმიერი ხელოვნება, ოსკარ უაილდის აზრით „უსარგებლოა“. სწორედაც,რომ „უსარგებლო“ რაობები ხდიანინ ცხოვრებას აზრიანს და ავსებენ მას ცხოვრებისეული საფრთხეებით: ღვინო, სიყვარული, ხელოვნება, სილამაზე. ამ ყოველივეს გარეშე ცხოვრება უსაფრთხოა, მაგრამ არაფრის მომცემია.