Skip to content

კაცი მეზობლის სახლში მიდის, აძლევს ზარს და მეზობლის ცოლი უღებს კარს.

– გამარჯობა, შენი ქმარი სახლშია? – ეკითხება კაცი ქალს.– არა, მაღაზიაშია – პასუხობს ცოლი.

– კარგი. ხომ არ შეწუხდები, რომ ცოტა ხნით დაველოდო?

– არა შემოდი – პასუხობს ქალი.

ისინი სახლში შედიან და როდესაც სკამებზე სხდებიან კაცი ეუბნება ქალს:– იცი ძალიან მაგარი მკერდი გაქვს. ძალიან მაგარი… 100 დოლარსაც კი გადავიხდიდი ერთი მათგანისთვის, რომ შემევლო თვალი.

ქალი რამოდენიმე წამით ფიქრდება.”ჯანდაბას 100 დოლარი კარგი ფულია !” და ბიუსჰალტერს შეიხსნის და მკერდის ცალ მხარეს აჩვენებს კაცს.

– კაცი მადლობას უხდის ქალს და დებს ასდოლარიანს მაგიდაზე.

ცოტა ხნის შემდეგ კაცი ისევ ეუბნება ქალს:

– ძალიან ლამაზი იყო და ორივე ერთად რომ მენახა კიდევ ერთ 100 დოლარსაც გადავიხდიდი…

ქალი ფიქრდება და კვლავ იხსნის ბიუსჰალტერს და უკვე მთლიანად აჩვენებს მკერდს კაცს. კაცი რამოდენიმე წამიანი მკერდის თვალიერების შემდეგ აგდებს მეორე 100 დოლარიანსაც მაგიდაზე და სიტყვის უთქმელად მიდის სახლიდან.

ცოტა ხანში ქმარიც ბრუნდება მაღაზიიდან.

– ჩვენი მეზობელი გელოდებოდა და რომ დააგვიანე წავიდა – ეუბნება ცოლი სახლში მოსულ ქმარს.

– წავიდა? და რატომ არ დამელოდა? – ბრაზდება ქმარი და რამოდენიმე წამის შემდეგ ეკითხება ცოლს:მაგ კაცს 200 დოლარი მართებდა ჩემი და შენთვის ხომ არ დაუტოვებია?