მეგობარო, თუ ხარ რამე, არ შეჩერდე წამითაც.
კაცი უნდა შუქს აფრქვევდეს დღისითაც და ღამითაც.
სამყაროა დიდი წიგნი: ვისაც კითხვა შეუძლია,
წვრილად ამცნობს შემოქმედი,რაც სიკეთით შეუქმნია…
იფურჩქნება, არვის ანდობს ვარდი თავის გულისფეთქვას,
დგას და სულაც არ დაგიდევს,ხედავს ვინმე, თუ არ ხედავს.
რა გვამოძრავებს? თვითონვეა ბორბალი კაცი
დაე იბრუნოს და ამ ტრიალში გაუწყდეს ქანცი.
თავისუფლებავ! ვინც არ არის ერთგული შენი,
იმას არ ესმის, რას ადიდებს ყოველდღე ბრძენი.
ვინც დაიოკებს თავის ძალას, გრძნობა–გონებას,
ღირსიც ის არის ატარებდეს მეფის წოდებას.
(ავტორი:იოჰანეს შეფლერი)