1.არაფერი არ ბღალავს ჩვენს თავმოყვარეობას ისე, როგორც იმის შეგრძნება, რომ დღეს ვიწუნებთ იმას, რასაც გუშინ ვიწონებდით” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
2. “ვინც მეტისმეტ გულმოდგინებას იჩენს პატარა საქმეში. დიდ საქმეს ვერასოდეს გაართმევს თავს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
3.“ანგარება ყველა ენაზე ლაპარაკობს და ყველა როლს ასრულებს. თვით უანგარობის როლსაც” – ფრანსუა დე ლაროშფუკო ”
4. “არ არსებობს კაცი, რომელიც ერთხელ გულს აიყრის საყვარელ ქალზე, სირცხვილით არ იხსენებდეს თავის ძველ სიყვარულს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
5. “თვით ყველაზე დიდი თავმოყვარეობაც კი უკან იხევს და უჩინარი ხდება, როდესაც მისი მისწრაფება დაუძლეველ წინააღმდეგობას აწყდება ხოლმე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
6.“ჩვენ თვითონ, რომ არ ვეპირფერებოდეთ საკუთარ თავს სხვების პირფერობა რას გვავნებდა” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
7.“რაგინდ მაცდურიც არ უნდა იყოს იმედი, მაინც საამო გზით გვატარებს სიცოცხლის დასასრულამდე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
8. “არაფერია უფრო ბრიყვული, ვიდრე იმის სურვილი,რომ ყოველთვის ყველაზე ჭკვიანი ჩანდე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
9.“ჩვენ გვიყვარს სხვის სულში ხელების ფათური, მაგრამ არ გვიყვარს, როცა ჩვენს სულში აფათურებენ ხელს” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
10.“ჩვენივე მტრების მსჯელობა ჩვენზე გაცილებით უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან, ვიდრე ჩვენი მსჯელობა საკუთარ თავზე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
11.“ჩვენ ვცდილობთ ღირსებად მივითვალოთ ის ნაკლი, რომლის გამოსწორებასაც არ ვაპირებთ” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
12.“ქალისათვის იგივეა ახალგაზრდობა სილამაზის გარეშე, რაც სილამაზე ახალგაზრდობის გარეშე” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
13.“რაგინდ იშვიათიც არ უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული, ნამდვილი მეგობრობა კიდევ უფრო იშვიათია” – ფრანსუა დე ლაროშფუკო
14.“საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის უჩვეულო სიამოვნებას გვანიჭებს, მაგრამ რატომ ერთხელაც არ ვუფიქრდებით, ასეთსავე სიამოვნებას ანიჭებს, თუ არა ეს ჩვენს მსმენელსაც ?” – ფრანსუა დე ლაროშფუკო