ნდობა არის ყველაფერი, განსაკუთრებით მაშინ , თუ სხვა ადამიანებს, გუნდს ან კომპანიას ხელმძღვანელობთ და მათთან ერთად მიღწევებსა და მიზნებს იზიარებთ. საიმედო რეპუტაციის გარეშე, ხელქვეითები თავიანთ საქმეს ხალისის გარეშე გააკეთებენ და ეჭვის თვალით შეხედავენ ხელმძღვანელს.რა უნდა გააკეთოთ,იმისათვის რომ კარგი რეპუტაცია დაიმსახუროთ? დაიმახსოვრეთ, კარგი ზრახვები მხოლოდ დასაწყისია. გთავაზობთ 15 გზას, რომელიც გააძლიერებს თქვენი, როგორც ლიდერის სანდოობას ( ამონარიდი ფრენკ სონენბერგის წიგნიდან „Follow Your Conscience“).
1. აჩვენეთ ადამიანებს, რომ განაღვლებთ მათი საჭიროებები;
2. დაპირება უნდა იყოს ისეთივე სავალდებულო, როგორც კონტრაქტი;
3. არასდროს არ გარისკოთ გრძელვადიანი ურთიერთობები, მოკლევადიანი სარგებლის მისაღებად;
4. არ ელოდოთ,პატივისცემას იმ ადამიანებისაგან ,რომელთაც ზემოდან უყურებთ;
5. მიეცით რწმენა, როცა ის აუცილებელია;
6. არ მოისაქმოთ იქ, სადაც ჭამთ;
7. დახარჯეთ დრო იმაზე, რათა უზრუნველყოთ თქვენი რეკომენდაციის დასაბუთება;
8. იყავით ობიექტური;
9. ემსახურეთ იმ მიზნებს, რომლებისაც გჯერათ;
10. არასდროს არ დაავალოთ სხვას, გააკეთოს ის, რისი გაკეთება თქვენ არ გინდათ;
11. თქვენი ქმედებები უნდა შეესაბამებოდეს თქვენს სიტყვებს ;
12. იფიქრეთ მანამ, სანამ რამეს იტყვით;
13. უფრო მეტს მიიღებთ სხვების შექებიდან, ვიდრე საკუთარი თავის ქებიდან;
14. კონფიდენციალურად ნათქვამი სიტყვები, სანდოდ ნათქვამი სიტყვებია;
15. ცოტა ადამიანი დაგდებთ ბრალს სიმკაცრეში, თუ სამართლიანი იქნებით.