გაუტამა ბუდა, იმ სოფლის გავლით მიდიოდა, რომელშიც მისი მოწინააღმდეგები ცხოვრობდნენ. მოსახლეობა გარეთ გამოცვივდა, ბუდას ალყა შემოარტყა და მისი დამცირება დაიწყო. ბუდას მოწაფეები ისე განაწყენდნენ, რომ მზად იყვნენ შეტევაზე გადასასვლელად.ბუდამ კი მათ მიმართა: თქვენ იმედი გამიცრუეთ. ეს ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ. განრისხებულნი არიან, რადგან ჰგონიათ, რომ თავიანთი რელიგიისა და მორალური ღირებულებების მტერი ვარ. მამცირებენ – ეს ბუნებრივია. მაგრამ თქვენ რატომ ბრაზობთ?! ამ ხალხს,თქვენით მანიპულირების უფლება მიეცით. განა ეგ თავისუფლებაა?!
სოფლის მაცხოვრებლები ასეთ რეაქციას არ ელოდნენ. მათ გაოცებულებმა ჰკითხეს: ჩვენ ხომ დაგამცირეთ, რატომ არ გვიბრაზდები ?
ბუდამ უპასუხა : – თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ, და ის რაც გააკეთეთ – თქვენი უფლებაა. მეც თავისუფალი ვარ. არავის შეუძლია ჩემზე გავლენის მოხდენა და ჩემით მანიპულირება. ჩემი ქმედებები ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარეობენ და არა თქვენი საქციელიდან. მინდა ერთი კითხვა დაგისვათ:
წინა სოფელში ხალხი მხვდებოდა, მესალმებოდა. თან წამოიღეს ყვავილები, ხილი, ტკბილეულობა. მე მათ ვუთხარი : მადლობა, ჩვენ უკვე ვისაუზმეთ, ვაკურთხებ ამ ნობათს და უკან წაიღეთ.
ახლა კი, გეკითხებით: – რა უნდა გააკეთონ იმათ, ვისი ძღვენიც არ მივიღე და დავუბრუნე?
ბრბოდან ერთმა კაცმა თქვა: – ალბათ ხილი და ტკბილეულობა თავიანთ ოჯახებს უნდა დაურიგონ.
– დიახ! და რას უზამთ თქვენს დამცირებებსა და წყევლას? მე მათ არ მივიღებ და თქვენვე გიბრუნებთ! საკუთარ თავში რისხვის გაჩერება იგივეა, რომ ხელი ვტაცოთ მოგიზგიზე ნაკვერჩხალს, იმ მიზნით რომ სხვას ვესროლოთ, – სროლამდე ხომ , ჩვენ თავად დავიწვებით.
კამათის დროს,როდესაც განრისხებას იგრძნობ, სწორედ იმ წუთს შეწყვეტ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ჭეშმარიტების წინააღმდეგ იბრძვი. შენ არ დაისჯები შენი რისხვისათვის, რადგან მსრიხანებაში ყოფნა უკვე სასჯელია!