1983 წელს ფრანგმა მეცნიერმა მაქს რინგელმანმა კოლეჯის სტუნდეტებზე კვლევა ჩაატარა.
ექსპერიმენტები შემდეგში მდგომარეობდა: ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანებს სთხოვდნენ სიმძიმეების აწევას. ყოველი მათგანისთვის აფიქსირებდნენ მაქსიმალურ მასას, რომლის აწევაც მათ ცადეს. ამის შემდეგ ჯგუფებად ყოფდნენ ამ ადამიანებს: თავიდან ორ-ორი ადამიანი იყო თითოეულში, შემდეგ ოთხი, შემდეგ კი – რვა.
მოლოდინი ნათელი იყო: თუ ერთ ადამიანს შეეძლო, პირობითად, 100 კილოგრამის აწევა, მაშინ ორს ერთად 200-ის ან უფრო მეტის აწევა უნდა შეძლებოდა. მითი იმის შესახებ, რომ ჯგუფური მუშაობით უფრო მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე თითოეული წევრის შედეგების ჯამია.
მაგრამ, ეს არ გამართლდა. ორი ადამიანი ერთობლივად მუშობისას, თითოეული თავისი შესაძლებლობის 93%-ს ამჟღავნებდა, რვა კი – მხოლოდ 49%-ს.
იგივე ცდა სხვა დავალებებზეც შეამოწმეს – მაგალითად თოკის გადაქაჩვაზე. შედეგი კი იგივე მიიღეს – რაც უფრო ზრდიდნენ ჯგუფში წევრების რაოდენობას – მით უფრო იკლებდა მათი მუშაობის ხარისხი.
მიზეზი გასაგები იყო. როდესაც მხოლოდ საკუთრი თავის იმედზეა ადამიანი. თავის მაქსიმუმს ამჟღავნებს. გუდნური მუშაბისას კი ძალიან მარტივია საკუთარი ძალების ეკონომია. ზუსტად ისე, როდესაც სოფლის დღესასწაულზე თითოეულ ოჯახს არყით სავსე სათლი უნდა მიეტანა. საბოლოოდ ერთი კასრი სუფთა წყალი დახვდათ : თითოეულმა ოჯახმა წყალი გამოიტანა არყის ნაცვლად, იმ იმედით რომ მთლიან კარსრში ნაკლებად შესამჩნევი იქნებოდა მათი ეშმაკობა.
რა იწვევს პასიურობას? საქმე ისაა, რომ როდესაც მე ვმოქმედებ, ნებით თუ უნებლიედ მამახსოვრდება და ვაფიქსირებ თუ რა შევძელი. შემდეგში, ზუსტად იმავე ან უფრო ნაკლებ ძალისხმევას ვამჟღავნებ. საბოლოოდ ფორმირდება პასიური აქტივობა, რომელშიც სხვებთან ერთად ჩართული ვარ მეც.
შესაბამისად – სოციალური პასიურობის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვენივრად გვესმის მისი მიზეზი და ისიც, რომ საბოლოოდ ნულამდე შეიძლება დაეცეს შედეგი. მართალია არა მყისიერად, რა თქმა უნდა ინერციულად, მაგრამ, მაინც.
აუცილებელია ითქვას : ჯერჯერობით ვერცერთმა სოციალურმა ტექნოლოგიამ ვერ შეძლო „რინგელმანის ეფექტთან” გამკლავება. მეცნიერები და მენეჯმენტის სპეცილისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.