Skip to content

ხელწერის ფსიქოლოგია

ხელწერის ფსიქოლოგია, ეს არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიმართულება სადაც ადამიანთან მუშაობა მისი ხელწერის საფუძველზე ხდება. მიმდინარეობას საფუძველი იტალიაში ჩაეყარა და დღესდღეობით წარმატებით გამოიყენება თითქმის ყველა სფეროში იქნება ეს ფსიქოლოგია, კრიმინოლოგია, იურისპრუდენცია პედაგოგიკა თუ ა.შ.

წერის დროს ადამიანს არ უწევს მისთვის უჩვეულო საქმიანობის კეთება, სწორედ ამიტომ ითვლება რომ ხელწერის შესწავლა, ყველაზე ბუნებრივი მეთოდია ადამიანის ფსიქოტიპის დასადგენად. ხელწერის მიხედვით შეიძლება დადგინდეს იტყუება, თუ არა ადამინი, შეყვარებულია თუ არა კონკრეტულ მომენტში და რაც მთავარია, ხელწერის ფსიქოლოგია იძლევა დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობას.

თემა ძალიან დიდი და საინტერესოა, პრაქტიკული თვალსაჩინოებისთვის კი განვიხილოთ ხელმოწერის მანერა.

1. ხელმოწერის ზომა:

ა)გაშლილი- გლობალური, სისტემური აზოვნება;
ბ)კომპაქტური- კონკრეტიზირებული აზროვნება.

2. ხელმოწერის სიგრძე:

ა) გრძელი ხელწერა- პრობლემის არსის ფუნდამენტური გაგების შესაძლებლობა, შეუპოვრობა.
ბ) მოკლე – მოვლენების არსის სწრაფად გაგების უნარი, მონოტონური საქმიანობისთვის შეუფერებელი.

3. ხელმოწერის სახეობა:

ა) მომრგვალენული- რბილი, კეთილი, გაწონასწორებული;
ბ) წვეტიანი კუთხეებით – მოუსვენრობა, გაღიზიანებულობა, სიმყიფე, დამოუკიდებლობა, სიჯიუტე, პატივმოყვარეობა.

4. ასოებს შორის დაშორება:

ა) მნიშვნელოვნად დაშორებული ასოები – გულუხვობა, მფლანგველობა;
ბ) მჭიდროდ მყოფი ასოები- ეკონომიურობა, სიძუნწე (განსაკუთრებით თუ ასოები პატარაა).

5. მიხატული ელემენტები ხელმოწერის დროს:

ა) წრე -პრობლემებზე და იდეებზე ჩაციკლულობა;
ბ)პეტლის მაგვარი ფიგურები – სიფრთხილე და სიჯიუტე
გ)ნახატები – შემოქმედებითობა;
დ)კომბინირებული ელემენტები – საკუთარი ქმედებების ოპტიმიზირების მცდელობა;

6.დახრილობა

ა)მარცხნივ – მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალიზმი
ბ)მარჯვნივ- გაწონასწორებული ხასიათი, თანაგრძნობის უნარის მქონე;
გ)პირდაპირი დახრა- თავშეკავებულობა, სწორხაზოვნება, რაციონალურობა;
დ) სხვადახვა დახრილობა – დამალულობა, არაგულწრფელობა;

7. დამამთავრებელი შტრიხების მიმართულება:

ა) მაღლა- ოპტიმიზმი;
ბ)დაბლა- პესიმიზმისკენ მიდრეკილება;
გ) პირდაპი – გაწონასწორებული ხასიათი;

8. ხელმოწერის „კუდის“ სიგრძე

რაც უფრო დიდია „კუდის“ სიგრძე, მით უფრო შეუწყნარებელია სხვისი აზრის მიმართ. ეს წინდახედულობის და სიფრთხილის მაჩვენებელიცაა. ხოლო რაც უფრო მოკლეა „კუდი“ მით უფრო უყურადღებოა ადამიანი.

9.ხელმოწერა და ხაზის გასმა

ა)ქვემოდან ხაზგასმა – თავმოყვარეობა, ჭირვეულობა, სხვის აზრზე დამოკიდებულება;
ბ) ზემოდან – ამპარტავნება, პატივმოყვარეობა;
გ) გადახაზული ხელმოწერა – თვითკრიტიკულობა, თვითუკმაყოფილება, ორჭოფობა;

10. სიმეტრია

ა) სიმეტრიულობა – იმედი, გაწონასწორებული;
ბ) ასიმეტრიულობა – არამყარი ხასიათი, ხასიათის სწრაფი ცვლილება;
გ) კარდიოგრამის მაგვარი – ემოციურობა, არამდგრადი ხასიათი.

11. სისადავე და დატვირთული ხელმოწერა

ა) სისადავე – ადამიანი ცხოვრობს პრინციპით- „პრობლემები არ არსებობენ“;
ბ) დატვირთული- ხშირად მიდრეკილია „ჭიანჭველის სპილოდ“ გადაქცევისკენ;
გ) ორიგინალურობა – დიდი შემოქმედებითი პოტენციალი.

12. გარჩევითობა – რაც უფრო იკითხება ნაწერი მით უფრო ღიაა ადამიანი;