Skip to content

ჰალილ ჯიბრანი სხვისი ქცევის სამართლიანად განსჯის შესახებ

უთხრა ბალახმა შემოდგომის ფოთოლს: “იმდენად ხმაურით ეცემი ძირს, რომ ზამთრის ყველა სიზმარს მიფრთხობ!”

ბრაზმორეულმა ფოთოლმა უპასუხა: მდაბიო, უსახლკარო! უსიცოცხლო და ბუზღუნა არსებავ! შენ რა იცი როგორია მაღლა ცაში ცხოვრება, რა გესმის როგორ ჟღერს მუსიკის ხმა!

ამის შემდეგ, შემოდგომის ფოთოლი მიწაზე დაეცა და დაიძინა. და როცა გაზაფხული მოვიდა და გაეღვიძა, ის უკვე ბალახად ქცეულიყო.

როდესაც შემოდგომა იწურებოდა, ზამთარი მის კარს მოადგა და შემოდგომის ფოთლებმაც დაიწყეს ცვენა, ბალახი საკუთარ ბედს წყევლიდა: “ეს შემოდგომის ფოთლები, როგორი ხმაურით ეცემიან ძირს! ისინი ზამთრის ძილს მიფრთხობენ!