1. არასოდეს მოიბოდიშოთ გრძნობების გამოხატვის გამო. თუ ასე მოიქცევით, სიმართლის გამო მოიხდით ბოდიშს.
2. არსებობს სამი სახის ტყუილი – ტყუილი, წყეული ტყუილი და სტატისტიკა.
3. დრო ძვირფასი რამეა, მაგრამ ჭეშმარიტება ბევრად უფრო ძვირფასია.
4. მოქმედებას ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება მოქმედების გარეშე არ არსებობს.
5. შეცდომის აღიარება ამქვეყნად ყველაზე რთული რამეა, მაგრამ თუ პრობლემის მოგვარება გსურთ, გულწრფელ აღიარებაზე უკეთესი გზა არ არსებობს.
6. როცა მართალნი ვართ — ეჭვი გვეპარება, მაგრამ როცა შეცდომას ვუშვებთ, აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ.
7. იყო მზად მაშინ, როცა შესაძლებლობა მოგეცემა – ეს არის ადამიანის წარმატების საიდუმლო ცხოვრებაში.
8. ყველაფერი მოვა, თუ ადამიანს მოთმინება ეყოფა.
9. გმირობის რწმენა გმირს ქმნის.
10. ცხოვრება საკმაოდ მოკლეა იმისათვის, რათა უმნიშვნელო იყო.