Skip to content

ლოგიკის ტესტი – ებრაული იგავი

ერთმა ახალგაზრდამ თალმუდის შესწავლა გადაწყვიტა და ცნობილ რაბინს მიმართა დასახმარებლად.

– არამეული ენა თუ იცი?

– არა.

– ივრითი?

– არა.

– თორა თუ გისწავლია ბავშვობაში?

-არა რაბი, მაგრამ დავამთავრე ფილოსოფიური ფაკულტეტი და ახლახანს დისერტაცია დავიცავი თემაზე: ლოგიკა სოკრატეს ფილოსოფიაში. ცოდნის გასაღრმავებლად კი თალმუდის შესწავლა გადავწვიტეო.

– შენ არ ხარ მზად თალმუდის შესასწავლად, მაგრამ რაკი ასე დაჟინებით გსურს, შემიძლია პატარა ტესტი ჩაგიტარო ლოგიკაზე, თუ თავს გაართმევ თანახმა ვარ გასწავლოო.

ახალგაზრდა დათანხმდა და რაბინმა განაგრძო:

ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა. ერთი სუფთა სახით ამოვიდა, მეორე კი დასვრილი. რომელი წავა დასაბანად?

ახალგაზრდამ თვალები დაჭყიტა.

– ესაა ტესტი ლოგიკაზე?

– დიახ.

– მაშინ, რასაკვირველია ვისაც დასვრილი აქვსო.

არაა სწორი. აბა იაზროვნე ლოგიკურად: სახედასვრილი სუფთასახიანს შეხედავს და ეგონება, მეც სუფთა ვარო.სუფთასახინი კი პირიქით დასვრილს შეხედავს და დაასკვნის, მეც დასვრილი ვიქნებიო და დასაბანად წავა.

რა ეშმაკურად არის მოფიქრებული, – აღფრთოვანდა ახალგაზრდა. – გთხოვთ კიდევ დამისვათ შეკითხვა.

– კარგი. ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა, ერთი სუფთა სახით ამოვიდა და მეორე კი დასვრილით. რომელი წავა დასაბანად?

– ჩვენ ხომ ეს უკვე გავარკვიეთ – ვისაც სუფთა სახე აქვს ის.

არაა სწორი. ორივე წავა დასაბანად. აბა იაზროვნე ლოგიკურად: სუფთასახიანი შეხედავს სახედასვრილს და იფიქრებს,მეც დასვრილი ვიქნებიო. დასვრილი დაინახავს, რომ მეორე წავიდა დასაბანად, გაიაზრებს და მიხვდება, რომ თავადაც დასვრილია და ისიც წავა.

– ამაზე არ მიფიქრია! საოცარია, ლოგიკური შეცდომა დავუშვი. თუ შეიძლება ერთი ტესტიც ჩამიტარეთო!

– კარგი. ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა. ერთი სუფთა სახით გამოვიდა, მეორე – დასვრილი. რომელი წავა დასაბანად?

– ალბათ ორივე.

– არაა სწორი.არცერთი არ წავა დასაბანად. სახედასვრილი შეხედავს სუფთასახიანს, გაიაზრებს და იფიქრებს, მეც სუფთა მექნებაო და არ წავა დასაბანად. სუფთასახიანი დაინახავს რა, რომ სახედასვრილი არ მიდის, დაასკვნის სახე სუფთა მქონიაო და დასაბანად არ წავა. ახალგაზრდა სასოწარკვეთაში ჩავარდა.

– დამიჯერეთ, მე შევძლებ თალმუდის შესწავლას, სხვა კითხვა დამისვითო!

– კარგი ორი კაცი საკვამლე მილში ჩავიდა…

– ო, ღმერთო ჩემო. არცერთი მათგანი არ წავა დასაბანად..

– არაა სწორი. ახლა ხომ დარწმუნდი, რომ სოკრატეს ლოგიკის ცოდნა არ არის საკმარისი თალმუდის შესასწავლად. მითხარი გეთაყვა, როგორ შეიძლება ორი კაცი ერთი და იგივე საკვამლე მილში ძვრებოდეს და ერთმა სახე დაისვაროს, მეორემ კი – არა? განა ვერ ხვდები,რომ კითხვა არასწორადაა დასმული?

თუ შენს მთელს ცხოვრებას უაზრო კითხვებზე პასუხის ძიებას მოახმარ, პასუხებიც ხომ აზრს მოკლებული იქნებაო?!