იყავი მადლიერი, რომ არ გაქვს ყველაფერი, რაც გსურს. დაფიქრდი, ყველაფერი, რომ გქონოდა რა აზრი ექნებოდა შენს ცხოვრებას და რას დაისახავდი მიზნად?
იყავი მადლიერი, რომ ყველაფერი არ იცი, რადგან გაქვს შესაძლებლობა კიდევ ისწავლო რაღაც.
იყავი მადლიერი შენი ცხოვრების ყველა მძიმე წუთის გამო, რადგან სწორედ ამ წუთების განმავლობაში იზრდები და ვითარდები.
იყავი მადლიერი,რადგან შენი შესაძლებლობები შეზღუდულია, სწორედ ამის გამო გაქვს შანსი წინ წახვიდე და განვითარდე.
იყავი მადლიერი თითოეული ახალი პრობლემის, რადგან ეს უბრალოდ კარგი შესაძლებლობაა, რომ უფრო ძლიერი გახდე.
იყავი მადლიერი შენი შეცდომების, რადგან ისინი საჭირო და ღირებულ გაკვეთილებს გასწავლიან.
იყავი მადლიერი როცა დაღლილი ხარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაც გააკეთე!