ერთმა კაცმა მთელი თავისი ცხოვრება მუშაობაში გაატარა და ბევრი ფულიც დააგროვა. კაცი ძალიან ძუნწი იყო და თავისი ფული ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.. “როდესაც გარდავიცვლები, მსურს , მთელი ჩემი ფული ჩამაყოლო საფლავში” – უთხრა თავის ცოლს კაცმა, ვიდრე გარდაიცვლებოდა.
ცოლი შეპირდა ქმარს, რომ მის უკანასკნელ სურვილს შეასრულებდა.
კაცი მალევე გარდაიცვალა.დაკრძალვის დღეს შავებში შემოსილი ცოლი თავისი უახლოესი მეგობრის გვერდზე იჯდა.ვიდრე კაცს მიწაში ჩაასვენებდნენ, ქალმა მესაფლავეებს სთხოვა, რომ 1 წუთით მოეცადათ და საფლავში ლამაზად შეფუთული ყუთი ჩადო.
“იმედია, იმდენად გიჟი არა ხარ, რომ მისი ბოლო სურვილი შეგესრულებინა” – ჩურჩულით უთხრა ძუნწი კაცის ცოლს მეგობარმა.
“არა, მე მას შევპირდი.მორწმუნე ადამიანი ვარ და არ შემეძლო მომეტყუებინა.დიახ, შევპირდი, რომ მთელ თავის ფულს ჩავაყოლებდი საფლავში და გავაკეთე კიდეც…!!!”…
“შენ ამბობ, რომ ამდენი ფული ჩააყოლე საფლავში???” – კვლავ გაუმეორა კითხვა გაოცებულმა მეგობარმა.
“რასაკვირველია” – თქვა ძუნწი კაცის ცოლმა. “შევკრიბე მისი მთელი ფული და ჩემს ანგარიშზე შევიტანე. შემდეგ კი ჩეკი გამოვუწერე ჩემს ქმარს და საფლავში ჩავაყოლე”.