Skip to content

7 გზა, რომელიც სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ

სამსახური გადამღლელია მაშინაც კი, როდესაც საყვარელ საქმეს ვაკეთებთ. პირადმა პრობლემებმა და სამსახურებრივმა გამოწვევებმა შესაძლოა ყველაფერი გაართულოს.

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ პირადი ცხოვრება სამსახურისგან სრულიად დამოუკიდებელია და თქვენც არწმუნებთ ამაში საკუთარ თავს. ეს მხოლოდ მითია და მეტი არაფერი. ერთ ადამიანში პირადი და სამსახურებრივი პრობლემების სრულიად გამიჯვნა შეუძლებელია.

გასულ წელს მყავდა კლიენტი სახელად ევანი. გადატვირთული რეჟიმი ჰქონდა. მენეჯერი მასზე დიდ იმედებს ამყარებდა. შესაძლოა არ ჰქონდა სრულყოფილი ცოდნა, თუმცა თვითგანვითარების ხელოვნებას შესანიშნავად ფლობდა.

მაშინ, როდესაც ევანის მამა ავად გახდა, დის ჯანმრთელობაზე ზრუნვა მას მოუწია. თინეიჯერის მამის როლს მოგზაურობის პარალელურად ირგებდა. პირადი ცხოვრება მისთვის მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ იყო და ეს მის სამსახურებრივ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძიმებდა.

სამსახურშიც და ოჯახშიც ყოველთვის ყველაზე კომპეტენტურ ადამიანებს ვენდობით. მათთგან, ვისაც მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, ბევრს მოველით. ისინი არიან ადამიანები, რომელთა იმედიც ყოველთვის გვაქვს. ასეთი იყო ევანიც.

თუკი სამსახურისგან გადაიღალეთ და ამას თან პირადი პრობლემებიც ერთვის, არსებობს სტრატეგიები, რომლებიც განტვირთვაში დაგეხმარებათ:

  1. იფიქრეთ მხოლოდ იმ საქმეზე, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს

მთელი თვის საქმეზე ფიქრი მოსაბეზრებელი და დამთრგუნველია. ეს ყველაფერს რეალურზე მეტად ამძაფრებს. განსაზღვრეთ დღისა და კვირის გეგმები.

მე და ევანი ვკამათობდით, რა იყო უფრო პრიორიტეტული საქმე. ზემოთხსენებული ხერხი მას ტვირთის დაძლევაში ეხმარებოდა.

  1. ისწავლეთ დროის სწორად გამოყენება

ჩემი სიდედრი ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტებს უვლის. ის საკუთარ თავს ყოველდღე  უსვამს კითხვას – როგორ შეიძლება დროის უკეთ განაწილება? ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველა გადატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანი უნდა უსვამდეს საკუთარ თავს.

როდესაც გადაღლილს კიდევ უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი დროის ფაქტორი დაუძლეველ პრობლემად გეჩვენებათ. ბუნებრივია. საკუთარი თავისთვის კითხვის დასმით, ფოკუსს ყველზე მნიშვნელოვანზე ახდენთ.

  1. მიეცით საშუალება გარშემომყოფებს დახმარების საშუალება

თუკი ოჯახსა და სამსახურში გყავთ ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა ენდოთ, მიეცით დახმარების საშუალება. ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას საერთოდაც არ გულისხმობს.

  1. განსაზღვრეთ რისი კონტროლი შეგიძლიათ და რისი არა

ჩვენ ყოველდღიურად დიდ ენერგიას ვხარჯავთ და სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია. განსაზღვრეთ, როგორ შეიძლება გაანაწილოთ დრო ისე, რომ განტვირთვაც შეძლოთ.

5.იზრუნეთ საკუთარ თავზე

სტრესს ჯანმრთელი ცხოვრების წესი ამცირებს. გიფიქრიათ იოგაზე ან სეირნობაზე?

ერთ-ერთი ჩემი კლიენტი ღამეებს ათენებდა მუშაობაში. მისთვის დასვენების დღეებიც თითქმის არ არსებობდა. შედეგად ძალიან გადაიღალა და ემოციურმა ფონმა იმატა. მოვიფიქრეთ გზები, რომ ცხოვრებას დაბრუნებოდა: გადააფასა პრიორიტეტები, მოელაპარაკა უფროსს და შეცვალა დღის გეგმა. გადაწყვიტა გვიანობამდე მხოლოდ კვირაში ერთხელ ემუშავა და დღის განრიგს სეირნობაც შემატა.

  1. ესაუბრეთ კარგ მსმენელს

ესაუბრეთ მათ, ვისაც სწორი კითხვების დასმა და რჩევების შემოთავაზება შეუძლიათ.

ახლახან ვესაუბრე კარ მეგობარს, გავუზუარე პრობლემები. მას შემდეგ თავს უკეთ ვგრძნობ.

  1. ჰკითხეთ საკუთარ თავს, თუკი პრობლემა, რომელიც დღეს გაქვთ ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება მომავალშიც.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება 3 დღეში? თუკი არ იქნება, ე.ი. 3 დღის დაკარგვადაც არ ღირს.

რამდენად მნიშვნელოვანი იქნება 3 თვის შემდეგ? თუკი იქნება, ე.ი. ეს ხანგრძილ ჩართულობას საჭიროებს და დროის დაკარგვად ნამდვილად ღირს

ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება 3 წლის შემდეგაც? დადებითი პასუხის შემთხვევაში, პრობლემა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობების, ბედნიერების ან სამსახურის საკითხები.

იყავით უფრო ლმობიერი საკუთარი თავის მიმართ, დრო უკეთ მართეთ ან შეცვალეთ რაიმე.

იყავით საკუთარი თავის საუკეთესო დამცველი. ამას თქვენზე უკეთ ვერავინ შეძლებს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა