Skip to content

“ცხოვრება ოკეანეა…” ლიკა ქავჟარაძე

ნაწყვეტი ინტერვიუდან

ნატვრის ხესდიდი პოპულარობა მოჰყვა, მაშინ 15 წლის ვიყავი. დასაწყისში სასიამოვნო იყო. მახსოვს სკოლაში, როცა სასადილოში ურიგოდ მიშვებდნენ, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ბილეთებს უფასოდ მაძლევდნენ, ქუჩაში მცნობდნენ. ნატვრის ხისშემდეგ ქუჩაში რომ გავდიოდი, თითით საჩვენებელი ვიყავი. აი, ეს ის არ არის, ვინც ვირზე იჯდაო. რატომღაც ყველა ვირზე ჯდომის ეპიზოდს იხსენებდა. მქონდა ისეთი პერიოდი, როცა ქუდითაც კი დავდიოდი, რომ ხალხს არ ვეცნე.

მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხემაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება.

ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში გამოცდილი; ჩემი ცხოვრება დიდ ემოციებთან და განცდებთან იყო დაკავშირებული. ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, რომელთაც შეეძლოთ ყველაფრის ერთი ყურიდან მეორეში გაშვება. ერთი პერიოდი ძალიან ბევრს ვკითხულობდი და იცი, ერთ დღეს მოვისროლე _ წადი, შენი, ვიფიქრე, მე ეს ყველაფერი საკუთარ თავზე უნდა გამოვცადო: სიყვარულიც, შთაბეჭდილებებიც. ცხოვრება ოკეანეა, ყველაფერი გინდა მიიღო; ეს იმხელა მორევია, რომ შეიძლება გარეკო კიდეც. 16 წლის ასაკში დოსტოევსკიზე ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა ვეღარ წავიკითხავ; ის ისეთი ემოციურია, რომ ამის თავი აღარ მაქვს. ბავშვობაში მის გმირებთან იდენტიფიკაციაც კი მქონდა. ისინი ხომ შეურიგებლობის გრძნობით, ზოგჯერ ნიჰილისტურნი არიან. მათ პროტესტი აქვთ ყველაფრის მიმართ, ეს მეც მაქვს.

დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა