1. ეცადეთ არ განმარტოვდეთ თქვენს უსიამოვნებებთან. გული გაუხსნათ თქვენს მეგობარსა და გონებადამჯდარ ადამიანს წუხილის გასაქარვებლად – ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი შვება იგრძნოთ. თქვენი მოსაუბრის რჩევები შესაძლოა მაინცდამაინც პრაქტიკული არ არის, მაგრამ მთავარია მისი თანაგრძნობა, მონაწილეობა და გულწრფელი დაინტერესება. ამ სახის მოსაუბრე შეიძლება იყოს დედა, მამა, ახლო მეგობარი ანდა სრულიად უცხო ადამიანიც კი, თუმცა თქვენც ასევე მზად უნდა იყოთ კეთილი განწყობითა და თანაგრძნობით მოისმინოთ მათი “აღსარება”.
2. უნდა შეგეძლოთ დროებით მაინც განერიდოთ საკუთარ საზრუნავს. რაც არ უნდა დიდი უსიამოვნება დაგატყდეთ თავს, ეცადეთ დროდადრო თავიდან მოიშოროთ მძიმე ფიქრების მოწოლა. გაერთეთ რაიმე საარსებო საზრუნავით, სამსახურსა და სახლში. მაქსიმალურად ეცადეთ არ გადასდოთ თქვენი ცუდი ხასიათი გარშემომყოფთ. არაფერს მოგცემთ საკუთარი დარდის სხვისთვის თავზე მოხვევა. ადამიანები კეთილად არიან თქვენს მიმართ განწყობილი, ისინი შეძლებენ თანაგრძნობა გამოიჩინონ და დახმარების ხელი გამოგიწოდონ.იყავით გონიერი და ტაქტიანი. ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ის კაცი, ვინც თავის (თუნდაც უმნიშვნელო) უსიამოვნებას მსოფლიო პრობლემად აქცევს.
3. ნუ გაცხარდებით. შეეცადეთ გაიზროთ სიტუაცია, ვიდრე რეაგირებას დაიწყებდეთ. ამ დროს გონება მომწიფდება ის აზრი, რომ გაბრაზება შვებას ვერ მოგცემთ და მხოლოდ ახალ-ახალ უსიამოვნებებს დაუდებს დასაბამს. განიმუხტეთ ფიზიკური ანდა გონებრივი შრომით და რეგულარალური ფიზიკური აქტივობით.
4. ხშირად უნდა დათმოთ კიდეც. ჯიუტად რაიმეს მტკიცებისას, ხშირად ჟინიან ბავშვებს ვემსგავსებით. თავი აარიდეთ ჟინიანობას! ყური დაუგდეთ ოპონენტის მოსაზრებას, პატივით მოეპყარით მას და თვითკრიტიკულად აწონ-დაწონეთ თქვენი მოსაზრება. გონივრული დათმობა არამარტო სასარგებლოა საქმისთვის, არამედ გარშემომყოფთა პატივისცემასაც იმსახურებს.
5. არ შეიძლება ყველაფერში მართალი და სრულყოფილი იყოთ. დაიჯეროთ, რომ ყველგან და ყველაფერში სრულყოფილი ხართ, მხოლოდ ილუზიების დამსხვრევამდე მიგიყვანთ.
6. ნუ წამოაყენებთ ძალზე დიდ მოთხოვნებს. ის ვინც ძალიან ბევრს მოითხოვს ირგვლივ მყოფთაგან, სულ მუდამ გაღიზიანებულია იმის გამო, რომ ისინი ხშირად ვერ პასუხობენ მის მოჭარბებულ მოთხოვნებს. თქვენ ძალიან დიდ შეცდომას სჩადიხართ, თუ გამუდმებული კრიტიკით ცდილობთ გარდაქმნათ ცოლი, სიდედრი, მეგობრები.. მოწიფული ადამიანის ხელახლა აღზრდა ძალიან ძნელია, თქვენ კი (თქვენდა უნებურად) ისწრაფვით ირგვლივ მყოფნი თქვენს სასარგებლოდ გარდაქმნათ. აქ წარმატების შესაძლებლობები მინიმალურია. სამაგიეროდ, ქცევის ასეთი სტილი ირგვლივ მყოფთ მტრულად განაწყობს. მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც არიან (ყოველ ჩვენგანს აქვს უფლება ინდივიდუალური იყოს), ანდა საერთოდ ნუ დაიჭერთ მათთან საქმეს. ეცადეთ მოყვასში ღირსებები დაინახოთ და მათთან ურთიერთობისას, სწორედ ამ თვისებებს დაეყრდენით. ამ გზით,მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასეთი რამ არ განგიზრახავთ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ, რომ გარშემო მყოფნი “ხელახლა აღიზარდნენ” და თქვენ შორის ყველაფერი მოგვარებულია.