Skip to content

5 სავარჯიშო, რომელიც თქვენი დანიშნულების შეცნობაში დაგეხმარებათ

იცით როგორ გაარკვიოთ, დგახართ თუ არა სწორ გზაზე ? საკმაოდ მარტივია. ყოველ დილას ენერგიითა და შემოქმედებითი იდეებით სავსე თუ იღვიძებთ-თქვენ სწორ გზაზე დგახართ. ხოლო, თუ გაღიზიანებთ მაღვიძარას ტიკტიკი და ცუდი ხასიათით დგებით-დროა შეიცვალოთ სამსახური. აი რამდენიმე სავარჯიშო, რომლებიც დაგეხმარებათ გაიგოთ , თუ რით უნდა დაკავდეთ სინამდვილეში.

1. ბავშვური ცნობისმოყვარეობის დაბრუნება

იცით რა განასხვავებსგენოიოსს ჩვულებრივი ადამიანისაგან ? გენიოსი, უფლებას იტოვებს აკეთოს საყვარელი საქმე. ჩვეულებრივ, ეს ხდება ადრეულ ასაკშივე.

ჰკითხეთ თქვენს თავს, რისი კეთება გიყვარდათ ბავშვობაში. ჯერ კიდევ მანამ, სანამ თქვენი მშობლები ჩაგაგონებდნენ, რომ“ხატვა პურს ვერ გაჭმევს“, ანაც „მოცეკვავობა-არასერიოზული პროფესიაა“. ჩამოწერეთ სამი რამ, რაც ბავშვობაში გიტაცებდათ. ეს მცირედი მინიშნებაა , თუ საით უნდა მიისწრაფოდე.

2. ვეძებთ კანონზომიერებებს:20 საყვარელი საქმიანობა

ახლა კი, 20 ყველაზე საყვარელი საქმიანობის სია შევადგინოთ. თუნდაც, რომელიმე მათგანი ბანალურად მოგეჩვენოთ (მაგალითად, გემრიელი საჭმლის ჭამა )-მაინც დაწერეთ. როდესაცსია შეივსება, ყურადღებით გადახედეთ ჩამოთვლილ საქმიანობებს. ხედავთ კანონზომიერებებს? იქნებ, თქვენს ჩამონათვალში ჭარბადაა საქმიანობები, რომლებიც ხალხის დახმარებას უკავშირდება ? ან რაღაც სპორტული აქტივობები, ანმონოტონურ სამსახურთან დაკავშირებული საქმეები.

გაიგეთ რა ჯგუფებად შეიძლება ამ სიის დაყოფა. ის დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ.

3. თქვენი იდეალური გარემოცვა

რთულია იწამო საკუთარი თავი, მით უფრო როდესაც სხვებს არ სჯერათ შენი. სწორედ ამიტომ, გარემო რომელიც წარმოქმნის გამარჯვებულებს , თითქმის ყოველთვის გამარჯვებულებისგან შედგება. სამწუხაროდ, ის გარემო, რომელშიც ზრდას მივეჩვიეთ არ არის გენიოსების ჩამოყალიბებისთვის შესაფერისი.
წარმოიდგინეთ, რომ სამყარო , თქვენი მოთხოვნებისამებრ ერთ ღამეში შეიცვალა. დილით , თქვენთვის მისაღები ადამიანებით იქნება სავსე. როგორები იქნებიან ? რა თვისებები ექნებათ ? იქნებ, თითოეული მათგანი შემოქმედია ? იქნებ ძალიან სწრაფები არიან, ან პირიქით, გინდათ შეანელოთ სამყარო ?
რა გაიგეთ ახალი და რა გჭირდებათ, საკუთარი თავის სრულად გამოსავლენად?

4. ხუთი სიცოცხლე

ახლა კი წარმოიდგინეთ, თქვენ გექნებათ 5 ცხოვრება. თითოეულში, ვინც გინდათ ის იქნებით . როგორ გაატარებთ ამ 5 ცხოვრებას ?

ეს სავარჯიშოც, ისევე , როგორც დანარჩენები, თქვენ შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ დაიქვემდებაროთ. სამ სიცოცხლეს თუ გაუმკლავდებით, – აიღეთ 3 . 10 გჭირდებათ? – არაფერზე თქვათ უარი. მე ხუთი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ ავირჩიე, რომ მომწონს 5-იანი.

მაშასე , წარმოიდგინეთ , რომ ერთი სიცოცხლე მიუძღვენით ბიოლოგიას, მეორე-მოგზაურობებს, მესამე-დიდი ოჯახისა და ბევრი ბავშვის ყოლას, მეოთხე- გახდით მოქანდაკე, ხოლო, მეხუთეში- კოსმონავტი. რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად ?

ყველაზე მნიშვნელოვანი, აქ შემდეგის გაგებაა:რომც აირჩიოთ, თუნდაც ის ცხოვრება , რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ , მაინც იგრძნობთ რაღაცის უკმარისობას. რადგან ის დანარჩენი- თქვენი განუყოფელი ნაწილია. თავში ჩაგვიბედეს:“ჩამოყალიბდი“ეს კი, სამწუხაროა.

არის კატეგორია ადამიანებისა, რომელიც რაღაც განსაზღვრული მიზნისთვის დაიბადა, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ცხოვრება შეიცავს რაღაც ისეთს, რაც ძალიან გიყვართ და გჭირდებათ, თქვენ კი , თითოეული მათგანის თქვენი ცხოვრების ნაწილად ქცევა შეგიძლიათ.

5. ჩემი იდეალური დღე

ახლა, თქვენს წარმოსახვაში ხანგრძლივი გასეირნება გველის . აიღეთ ფურცელი და კალამი და წავედიიიიიიიით. მაშ ასე, როგორი წარმოგიდგენიათ თქვენი იდეალური დღე?

განვლეთ ეს დღე აწმყოში, მთელი მისი მრავალფეროვნებით. სად იღვიძებთ, როგორი სახლია, ვინ წევს თქვენ გვერდით, რითი საუზმობთ? როგორი ტანსაცმელი გაცვიათ? რას აკეთებთ, როგორი სამსახური გაქვთ ? სახლში მუშაობთ თუ ოფისში.

არ შეზღუდოთ თქვენი ფანტაზია. აღწერეთ დღე, რომელშიც ისე იცხოვრებდით, სრული თავისუფლება რომ გქონოდათ, ამოუწურავი, შეუზღუდავი რესურსები და ის ცოდნა და ძალარომელზეც კი გიოცნებიათ.

მას შემდეგ , რაც სია შედგენილია, გაყავით ყველა თქვენი ფანტაზია, 3 ჯგუფად :

1. რა გჭირდებათ ჰაერივით.

2. რა არ არის აუცილებელი, მაგრამ საჭირო.

3. ის რის გარეშეცგაძლებთ.

ჩვენი ცხოვრება, შედგება ცხოვრებისეული გამოცდილების, ისტორიიის , როლების, ურთიერთობების, ხელფასის, ჩვევებისაგან. რაღაცას თავად ვირჩევთ. რაღაცას ჩვენს არჩევანს ვეძახით, სინამდვილეში კომპრომისია. რაღაც, საერთოდ-შემთხვევითობაა. აქედან რაღაც აუცილებელი და ძვირია. მაგრამ ეს ყველაფერი თქვენ არ ხართ.

კონცენტრაცია მოახდინეთ საკუთარ თავზე. იპოვეთ ის, რაც გიყვართ. და დაიწყეთსვლა თქვენი დანიშნულებნისკენ.