Skip to content

40 წლის ადამიანების 9 რჩევა, მათ ვინც 30 წლისაა

1. დაიწყეთ საკუთარ ჯამრთელობაზე ზრუნვა ეხლა

თქვენი ცნობიერება ფიქრობს, რომ თქვენ  10-15 წლით უმცროსი ხართ. ჯანმრთელობა იმაზე სწრაფად წავა, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ისე რომ თქვენ დაფიქრებასაც ვერ მოასწრებთ. თქვენი ჯანმრთელობა უეცრად ერთ დღეში არ ირყევა, ის ნელ-ნელა წლების განმავლობაში სუსტდება. კიბოთი დაავადებულები,ისინი ვინც გადაიტანეს ინსულტი, ინფაქტი, დიაბედიკები ამბობენ მხოლოდ ერთ რამეს: ,,უკან დაბრუნება რომ შემეძლოს მხოლოდ ჯანსაღ საკვებს მივიღებდი. მაშინ თვითგამართლების მიზეზს ვპოულობდი და შედეგებზე არ ვფიქრობდი”.

2. ნუ იკონტაქტებთ ადამიანებთან, რომელთაც თქვენდამი ცუდი დამოკიდებულება აქვთ

ისწავლეთ უარის თქმა ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს არ იკავებენ. მხოლოდ ხათრის და რაღაც მენტალური ვალდებულებების გამო ნუ გექნებათ ურთიერთობა იმ ადამინებთან, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ თქვენზე. არ მოუთმინოთ, ადამიანებს, რომლებიც არ გინდობენ!. ზოგჯერ ადამინები მხოლოდ იმიტომ თანხმდებიან, რაღაცაზე, რომ სხვისი გრძნობები არ შელახონ. თქვენთვის არ ღირს ასეთ დათმობაზე წასვლა, იმიტომ რომ საკუთარი წესებით და შეხედულებებით ცხოვრებით ტკბობა უნდა მოასწროთ. 20 წლის ადამიანებს სამყარო გახსნილი და შესაძლებლობებით სავსე ეჩვენებათ, ცხოვრებისეული გამოცდილების არქონის გამო ისინი კონფლიქტში მოდიან უფროს ადამიანებთან, იმ შემთხვევაშიც როცა ისინი მართლები არიან. მაგრამ 30 წელს მიტანებულმა ადამიანებმა უკვე იციან, რომ კარგი ურთიერთობის დამყარება საკმაოდ შრომატევადი საქმეა და მხოლოდ იმ ადამიანებთან ღირს ურთიერთობა, რომლებთან კონტაქტი  მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ. ასე რომ, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ თქვენი ძვირფასი დრო დახარჯოთ ადამიანებზე, რომლებიც მხარს არ გიჭერენ ცხოვრების გზაზე.

3. იყავით კეთილგანწყობილი, მათ მიმართ ვინც თქვენთვის სულერთი არაა

ტრაგედიები ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ოჯახურ და მეგობრულ წრეში. იყავით ის ადამიანი ვისზე დაყრდნობაც ასეთ სიტუაციაში შესაძლებელი იქნება. 30_დან 40-წლამდე დრო, ის მონაკვეთია, როცა თქვენს და ოჯახის წევრებს შორის ბევრი ისეთი პრობლემა წარმოიქმნება. შვილის აღზრდა გირთულდებათ, მეგობრებს ხშირად ვერ ნახულობთ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, როგორ სჭირდება ადამიანს მორალური და სხვა სახის მხარდაჭერა ამ დროს . მხოლოდ მოსმენა და არა გაკრიტიკება.

4. ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია_ ფოკუსირება მოახდინეთ იმაზე, რაც ყველაზე უკეთ გამოგდით
ცხოვრებაში ყველაფერი კომპრომისებზეა აგებული. თქვენ მსხვერპლად წირავთ რაღაცას, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის სანაცვლოდ. 30 წელს მიღწეული ადამინების უმრავლესობა კარიერულ წინსვლას ირჩევს. და ეს ძალიან ხშირად არასწორი არჩევანი გამოდის. წლებია საჭირო იმისთვის, რომ გაიგოთ თუ რაა თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი. ჯობია საკუთარ მთავარ ღირებულებზე მოახდინოთ კონცენტრაცია და აიყვანოთ ისინი მაქსიმუმამდე წლიდან წლამდე, ვიდრე სულ ახალი რაღაცის ძიებაში იყოთ.

5. ნუ შეგეშინდებათ რისკზე წასვლის. თქვენ კიდევ გაქვთ შანსი შეიცვალოთ

მართალია 30 წელს მიღწეული ადამინების უმრავლესობა ფიქრობს, რომ უკვე არჩეულ გზას უნდა გაყვეს, მაგრამ ყველაფრის თავიდან დაწყება ეხლაც არაა გვიანი. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება_ ყველაფრის ისე დატოვებაა, როგორც არის, მასინ როცა თქვენ ფიქრობტ რომ ეს არასწორია. ათეული წლები ქარივით სწრაფად მიქრის, და უცებ აღმოაჩენთ, რომ თქვენ უკვე 40 წლის ხართ და უკან მოხედვისას მიხვდებით, რომ თქვენ არ გაგიკეთებიათ არაფერი იმისთვის, რომ შეგეცვალათ ის რაც საკუთარ ცხოვრებაში არ მოგწონდათ. საზოგადოება ჩვენგან მოითხოვს, რომ 30 წლის ასაკში უკვევიყოთ ჩამოყალიბებულები. გვქონდეს ოჯახი, ვიყოტ ფინანსურად უზრუნველყოფილი. მაგრამ მთელი ცხოვრების ხელოვნაბა და ნიჭი იმაშია, რომ თქვეზე არ ახდენდეს ზეგავლენას თქვენზე უფროსი ადამინების შეხედულებები და მათ რჩევებს ბრმად არ ითვალისწინებდეთ. რ არსებობს ზოგადი წესი, რომელიც დაადგენდა თუ რა სახის რჩევა სჭირდება ადამიანს. ან განსაჯო შენ რა იქნება  მისთვის კარგი ან ცუდი, ყველა შემთხვევაში იგი საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს. თავად ადამიანის ცხოვრება ემოციები თუ სოციალური პირობები იმდენად განსხვავებულია, რომ  რთულია მათთვის საჭირო რჩევის მიცემა.

6. თქვენ უნდა განაგრძოთ ზრდა.

ბევრი თვლის,საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ 30 წლის ასაკში მერხთან დაჯდომა, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და საჭირო ქმედებაა. ვიღაც კურსებზე და სემინარებზე ეწერება. ვიღაც ეხლა იწყებს საკუთარ ბიზნესს, ან სხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად. ვიღაც ფსიქოთერაპევტთან იწყებს სეანსებს. ვიღაც იცვლის იმიჯს, მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას.  ვიღაც მიმართავს იოგას. თქვენი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს_ გახდეთ უკეთესი ადამინი, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და კოლეგებისთვის.

7. მიეჩვიეთ, რომ ვერავინ ვერ იგებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ

თქვენ ვერ დაგეგმავთ საკუთარ ცხოვრებას მომავალი 5 წლის მანძილზე-ის მაინც საკუთარი გზით წავა და შესაძლოა ცუდი ან კეთილი სურპრიზები მოგიტანოთ. ასე რომ შეწყიტეთ ფიქრი იმაზე, რომ თქვენ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა შეგიძლიათ. ნუ იტანჯებით იმისგან რაც ეხლა ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვლება. შეეცადეთ საკუთარი ცხოვრება თქვენთვის სასურველ მხარეს მიმართოთ. უმრავლესობა იმისა, რასაც ეხლა თქვენ მნიშვნელოვნად მიიჩნევთ 10-20 წლის შემდეგ, სრულიად უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ. იმიტომ რომ ცხოვრება და გამოცდილება მოიტანს ამ შეგნებას. ამას ,,განვითარება” ეწოდება. შეეცადეთ საკუთარი თავი ზედმეტად სერიოზულად არ მიიღოთ, ცოტათი მოდუნდით.

8. დააბანდეთ ოჯახში, ის ამად ღირს

შეეცადეთ დროის დიდი ნაწილი ოჯახთან ერთად გაატაროთ. როცა თქვენ იზრდებით, ურთიერთობები თქვენ შორის იცვლება. რათა არ მოხდეს გაუცხოება დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებს. მიაქციეთ ყურადღება თქვენთვის საყვარელ ადამინს მოეფერეთ, რათა ერთ დღეს როცა ის აღარ იქნება არ ინანოთ, რომ ბევრი რამის გაკეთება გინდოდათ მასთან ერთად და არ გააკეთეთ.

9. იყავით კეთილი საკუთარი თავის მიმართ

რაღაც დონით ეგოისტები უნდა იყოთ, გააკეთეთ საკუთარი თავისთვის ყოველდღე რაღაც კარგი, ის რაც გსიამოვნებთ. ცხოვრება რთულია, ამიტომაც აუცილებელია საკუთარი თავის სიყვარული ისწავლოთ. როცა ახალ პრობლემას დაეჯახებით, ჯერ დაფიქრდით და საკუთარ თავს ჰკითხეთ, ექნება თუ არა ამ პრობლემის გადაჭრის შედეგს, თქვენთვის ღირებული მნიშვნელობა 5 წლის შემდეგ?! რათა ამაოდ არ დახარჯოთ ენერგია და ძვირფასი დრო.