Skip to content

ძალიან ბრძნული და ცხოვრებისეული რჩევა

ოდესმე შენ გაიგებ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყიდებიან, მაგრამ ამისთვის მათ უამრავი ღალატის ატანა უწევთ ცხოვრებაში.

ოდესმე შენ გაიგებ, რომ გარეგნული ბრწყინვალება არაფერია სულის სილამაზესთან შედარებით. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც გარეთაა გაძლებს მხოლოდ პირველ გაწვიმებამდე. ხოლო ის რაც შიგნითაა მარად ენთება. თუნდაც ნაკვერჩხლებამდე დაიწვას  და სინათელე ოდნავ ბჟუტავდეს, საკმარისია სული შეუბერო, ცეცხლი ისევ აგიზგიზდება და გაგათბობს.

ოდესმე შენ გაიგებ, რომ ყველა ის ფორმულა და აფორიზმი, რომელიც ცხოვრებაში შემოიკრიბე, ცარიელი,   უბრალოდ ლამაზი სიტყვების ნაკრებია. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის სიმართლეა, რომელსაც შენ თავად ჩაწვდი.

ოდესმე შენ გაიგებ, რომ სიკეთე, სინაზე, მზრუნველობა და სითბო _ ეს შინაგანი ძალის გამოვლინებაა, და არა თვისება.