1. ყველაზე ხშირად დანაკარგი გვასწავლის საგნების დაფასებას.
2. იმის დანახვა კი არაა საქმე, რაც აქამდე არავის დაუნახავს, არამედ ფიქრი იმაზე, რაზეც ჯერ არავის უფიქრია, იმის შესახებ, რასაც ყველა ხედავს.
3. ადამიანი ყველაზე ახლოს საკუთარ თავთან მხოლოდ მაშინ იქნება , როცა მარტოა. თუ ადამიანს მარტოობა არ უყვარს, მას თავისუფლებაც არ იზიდავს. რადგან მხოლოდ მაშინაა თავისუფალი, როდესაც მარტოა.
4. ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.
5. ადამიანი, რომელიც სულელებისთვის წერს, ყოველთვის დარწმუნებულია, რომ ბევრი მკითხველი ეყოლება.
6. ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაო ჭეშმარიტებას.
7. ძნელია იპოვნო ბედნიერება საკუთარ თავში, მაგრამ მისი პოვნმა სხვა ადგილას შეუძლებელია.
8. ყოველი დღე- პატარა ცხოვრებაა, ყოველი გამოფხიზლება- პატარა დაბადება, ყოველი დილა- პატარა სიჭაბუკეა და ყოველი ძილი- პატარა სიკვდილი.
9. ყველა ვინც მთელს დღეს კითხვაში ატარებს, ფიქრის შესაძლებლობას კარგავს. ეს უამრავი ნასწავლი პიროვნების მაგალითია, ისინი თავად იბრიყვებენ თავს.
10. ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი პიროვნების სამ-მეოთხედზე, რათა სხვებს დავემსგავსოთ.
11. ყველა სასოწარკვეთილი სულელი, რომელსაც საამაყო არაფერი გააჩნია, სიამაყის უკანასკნელ რესურს, იმ საზოგადოებაში ხედავს, რომელსაც ეკუთვნის. იგი ყოველთვის მზადაა, კბილებით დაიცვას მისი ყოველი შეცდომა და უგუნურება, ასე ემალება ის საკუთარი არარაობის შეგრძნებას.
12. ცხოვრება მოკლეა, ხოლო სიმართლე დიდხანს ძლებს, ამიტომ , მოდით, ვილაპარაკოთ სიმართლე.
13. ჭკვიანურია იყო თავაზიანი. შესაბამისად, სისულელეა უხეშად ყოფნა. გაიჩინო მტრები თვითნებურად, ყოველგვარი მიზეზი გარეშე, ძალიან ჰგვას ბრიყვის ქმედებას, რომელიც გაუფრთხილებლად ცეცხლს უჩენს საკუთარ სახლს.
14. ყოველი ბავშვი მცირეოდენად მაინც გენიოსია,ყოველი გენიოსი მცირეოდენად მაინც ბავშვია.
15. იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ,“ სარკე“ აუცილებლად დაგვჭირდება.
თარგმანი: 4motivi.com