Skip to content

15 გონებამახვილური შეგონება ბერძენი ხალხისგან

1. ანაფორის ჩაცმით კაცი მღვდელი ვერ გახდება.

2. აქლემი ვერასდროს ხედავს თავის კუზს.

3. აღმართს დაღმართი მოსდევს.

4. ზედმეტად ბევრი აზრი ჩაძირავს ნავს.

5. სიზარმაცე ახალგაზრდისათვის სიბერის დასაწყისია.

6. თუ ცხვარი გინდა გახდე, იმისთვისაც მზად იყავი, რომ მგელი შეგჭამს.

7. პაციენტი, რომელიც ექიმს მემკვიდრედ გამოაცხადებს, ვერასოდეს გამოჯანმრთელდება.

8. რამდენიც გინდა, იმდენი აკაკუნე ყრუ კაცის კარზე.

9. როცა შენ აკეთებ იმას, რისი ძალაც შეგწევს, აკეთებ იმას რაც გევალება.

10. ფეხშიშველმა კაცმა ცალფეხა კაცი დაინახა და გულზე მოეშვა.

11. ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არც უნდა, რომ გაიგოს.

12. თუკი ფერხულში ებმები, მაშინ უნდა იცეკვო კიდეც.

13. ძუნწ ქალთან ერთად ცხოვრებას ეშმაკთან ცხოვრება სჯობს.

14.  ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია.

15. ჭკვიანი ბავშვები მანამდე იმზადებენ საჭმელს, სანამ მოშივდებათ.