Skip to content

102 წლის გერმანელმა ქალბატონმა სადოქტორო დისერტაცია დაიცვა

102 წლის გერმანელმა ქალბატონმა, 80 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებამ ხარისხის დასაცავად გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მისცა, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, – აღნიშნულის შესახებ BBC წერს.

მიზეზი იმისა, რომ გერმანელმა ქალბატონმა სწავლის პერიოდში ხარისხი ვერ მოიპოვა, გახლდათ ის, რომ ქალბატონის ნამუშევარი დიფტერიას ეხებოდა, ხოლო იმდროინდელი კანონი, აღნიშნულ თემაზე წერის საშუალებას არ იძლეოდა.

გერმანელი ქალბატონი ინგებორგ სილიმ-რაპაპორტი, ამერიკაში საცხოვრებლად 1983 წელს გადავიდა, თუმცა 50-იან წლებში კვლავ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც პედიატრად დაიწყო მუშაობა.

მიმდინარე კვირის სამშაბათს, ინგებორგ სილიმ-რაპაპორტმა, დედით ებრაელმა, ბოლოსდაბოლოს გაიარა ხარისხის დაცვის ზეპირი ნაწილი და ჰამბურგის უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგებორგმა ყველაფერი შესანიშნავად ჩააბარა.

ქალბატონი, თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ხარისხის დაცვა, ყველა იმ ადამიანის სახელით სურდა, რომლებიც მესამე რეიხის მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ.

წყარო