Skip to content

ჯონათან ალენი – ყველაზე ემოციური გამოსვლა სცენაზე

ჯონათან ალენი, 20 წლის ასაკში გაიცნო საზოგადოებამ ცნობილი ამერიკული ტელეშოუს “ამერიკას ჰყავს ტალანტები” სცენაზე.  როგორც გაირკვა ბიჭი მე-18 დაბადების დღეზე მშობლებმა სახლიდან გამოაგდეს რადგან გეი იყო. ბიჭმა გადაწყვიტა ოჯახისთვის დაემტკიცებინა, რომ სახლიდან გაძევების ღირსი არ იყო და სცენაზე თავის ნიჭის დასამტკიცებლად გამოვიდა.

„მშობლებს არ მოსწონდათ ჩემი ცხოვრების სტილი” – ამბობს ალენი. “ორ წელზე მეტია, რაც ისინი თვალით არ მინახავს, თუმცა მაინც მთელი გულით მიყვარს ისინი. თუმცა ეს ძალიან ძნელი იყო და სახლიდან გამოშვების შემდეგ მუსიკა ერთადერთი რამეა, რაც სიცოცხლის ხალისს მიბრუნებს. ყოველთვის, როცა მიჭირს, რეალობას მუსიკის მეშვეობით გავურბივარ. მინდა, ყველამ გაიგოს, რაც გადამხდა. ვიმედოვნებ, ისინი ჩემით იამაყებენ”.

ჯონათანის სიმღერა ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ გამოსვლად შეფასდა ამერიკული ტელეშოუს ისტორიაში.