Skip to content

ჯიმ რონი: 4 ნაბიჯი წარმატებისაკენ

დღეს მსურს, მოგითხროთ წარმატების 4 მარტივი ნაბიჯის შესახებ:

პირველს ნაბიჯს კარგ იდეებს ვუწოდებ. შეაგროვეთ საჭირო და გამოსადეგი იდეები.როდესაც 25 წლის ვიყავი, ჩემმა მასწავლებელმა მირჩია,რომ დღიური მეწარმოებინა და მთელი ცხოვრების მანძილზე ვითვალისწინებდი მის დარიგებას. თუ კარგ იდეას მოისმენთ,არ დაკარგოთ და ჩაიწერეთ – ნუ ენდობით თქვენს მეხსიერებას.
ხშირად გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს. აღმოაჩენთ იდეებს,რომელთაც თქვენი ცხოვრება შეცვალეს, იდეებს, რომელთაც თქვენი ქორწინება გადაარჩინეს, იდეებს,რომელთაც გაკოტრებისაგან გიხსნეს,იდეებს,რომელთაც გაგხადეს წარმატებული,ბედნიერი და უკეთესობისაკენ შეცვალეს თქვენი ცხოვრება.
მშვენიერია,არა?იყავით კარგი იდეების შემგროვებელი,თქვენი ბიზნესისათვის, ურთიერთობებისათვის – უკეთესი მომავლისათვის.
კარგი გეგმის ქონა, წარმატებისაკენ გადადგმული მეორე ნაბიჯია. კარგი ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველწლიური გეგმა, გეგმა მომავლისათვის, გეგმა ჯანრმთელობისათვის, გეგმა თქვენი ქორწინებისათვის, ეს იმ გეგმათა არასრული ჩამონათვალია,რომელთა შექმნაზეც უნდა იზრუნოს ადამიანმა. რაიმეს მშენებლობა და  შექმნა სახლის შენებას წააგავს. პირველ რიგში, საჭიროა,გქონდეთ გეგმა,რომ მის შენებას შეუდგეთ. კითხვა: როდის უნდა დაიწყოთ მშენებლობა? პასუხი: როცა მისი აშენებისთვის საჭირო გეგმა გექნებათ. სახლისა და ცხოვრების მშენებლობა ძალიან ჰგავს ერთმანეთს…
რა მოხდება მაშინ, თუ პირველი აგურების დადებას დაიწყებთ და გკითხავენ “როგორ სახლს აშენებთო?” არ ვიცი რას უპასუხებთ,თუმცა “წარმოდგენაც არ მაქვსო” გაიფიქრებთ. ნუ დაიწყებთ სახლის მშენებლობას, ვიდრე მისი შენების გეგმა არ გექნებათ.
მესამე ნაბიჯი წარმატებისაკენ დროის სწორად გამოყენებაში მდგომარეობს. დროა საჭირო,რომ კარიერა ააწყოთ, დრო სჭირდება,რომ რაიმე ისწავლოთ,შეიცნოთ, გაიაზროთ. ცვლილებებსაც დრო სჭირდება. სამუშაოს დრო უნდა დაუთმოთ. დრო სჭირდება წარმატებული პროექტის განხორციელებას, დრო სჭირდებათ თქვენს დაქირავებულებს,რომ ისწავლონ, განვითარდნენ,გაიზარდნონ, შეიცვალონ და იშრომონ უფრო პროდუქტიულად. მიეცით თქვენს თავს დრო.
გამოიყენეთ იგი,რომ ისწავლოთ, გაიზროთ. ადვილია იყოთ მოუთმენელი, მაგრამ დათმენა, არც ისე ადვილია.ნუ აირჩევთ მარტივ გზას.
და ბოლოს:ისწავლეთ პრობლემების მოგვარება. ბიზნეს პრობლემები, ოჯახური,ფინანსური, თუ ემოციური პრობლემები ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს.. პიროვნული ზრდა საუკეთესო გზაა, მათთან გასამკლავებლად. შეიცვალეთ, თუ ეს საჭიროა, შეცვალეთ სტრატეგია, თავიდან მოიცილეთ ძველი ფილოსოფია, აზროვნება,რომელიც არაფერში გადგებათ და შეითვისეთ ახალი. “თუ შეიცვლებით, თქვენს გარშემო ყველაფერი შეიცვლება” – ეს იყო ყველაზე საუკეთესო რჩევა,რაც კი ჩემთვის მთელი განვლილი ცხოვრების მანძილზე უთქვამთ.რაც უფრო უკეთესი გახდებით, მით უფრო უკეთესობისაკენ შეიცვლება თქვენი სამყარო.
ასე,რომ მოიპოვეთ იდეები,გქონდეთ კარგი გეგმა,სწორად გამოიყენეთ დრო, ისწავლეთ პრობლემების მოგვარება და თქვენი წარმატება გარდაუვალი იქნება.
ავტორი: ჯიმ რონი;თარგმანი: 4motivi.com