Skip to content

ჯეკ ნიკოლსონი “შეეცადეთ, თავი აარიდოთ ბანალურ გამონათქვამებს”

ჯეკ ნიკოლსონი

მსახიობი, 77 წლის, ნიუ-იორკი

მე ყოველთვის ვატარებ მზის სათვალეს, იმიტომ რომ გამომიწერეს. ოდესღაც, ერთმა საშუალო ფენის  ამერიკელმა აღნიშნა, რომ ჩემში ხედავს პიჟონს, მაგრამ სამხრეთ კალიფორნიაში ძალიან კაშკაშა მზეა.  ამის გარდა, თქვენ არ იცით საზოგადოების მინუსები. საბოლოოდ ვაღიარებ თავდაცვის საჭიროებას. მიჩვეული ვარ, ვუყურო ადამიანს თვალებში, მაგრამ არ შემიძლია ვუყურო ყველას, ვისაც სურს ჩაიხედოს ჩემს თვალებში, მე უბრალოდ არ მეყოფა ამისთვის სულიერი ძალა.

არ მიყვარს რჩევები, რა თქმა უნდა, თუ გამოვრიცხავთ ჩემს რჩევებს.

არ მიყვარს რჩევების მიცემა. ადამიანები მაინც არ უსმენენ და შემდგომ არ ითვალისწინებენ მათ.

ძალიან მიყვარს საუბარი. მე ყოველთვის მზად ვარ, შევიცვალო აზრი ამა თუ იმ თემაზე, რა თქმა უნდა, თუ დამარწმუნებენ ამაში. ალბათ, ერთადერთი ლიბერალი ვარ, რომელმაც წაიკითხა ენ კოულტერის „ღალატი“ (ეს წიგნი არის ჟურნალისტ-კონსერვატორის და აგრეთვე, დემოკრატიის დიდი  მოწინააღმდეგის ბესტსელერი). მე მომწონს სხვა ადამიანის მოსმენა, ეს ჩემი ცხოვრების წყაროა.

ვფიქრობ, ბევრმა არ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია დასვენება ან როგორ უნდა დაისვენო სწორად. დღესდღეობით ადამიანები პაექორებენ ერთმანეთთან,  თითქოსდა იმისთვის, რომ გახდნენ პურიტანული სამყაროს ნაწილნი. მათ უნდა გააჩნდეთ რაღაც ღირებულება. მაგრამ როდესაც თამაშობთ გოლფს იმისათვის, რომ მოლაპარაკება გამართოთ კრედიტთან დაკავშირებით, ნუთუ ეს დასვენებაა? – არ მეთანხმებით?!

კმაყოფილი ვარ ჩემი ჯოკერით (როლი ფილმიდან „ბეტმენი“). მე ვუყურებ ამას, როგორც პოპ-არტ-შემოქმედებას.

კამერა იღებს იმას, რაც მის წინ მდებარეობს.

11 სექტემბრის შემდგომ, მე გავჩუმდი. ყველა შესაძლებელი პოზიცია უკვე გაჟღერებული იყო: მომხრეები და ოპონენტები, სიკეთე და ბოროტება. სწორედ ამ დროს, მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ჯამბაზი. საინტერესოა, ხვდებით თუ არა, რას ვგულისხმობ? ამიტომაც, ბევრი წელი მივუძღვენი კომედიას.

მრცხვენია ვაღიარო, რომ მხოლოდ სპორტულ გვერდებს ვკითხულობ-ხოლმე.

ვთვლი, რომ ვინც ომის შემდგომ დაიბადა, არ გააჩნია შეგრძნება – ყველას აკისრია ვალდებულება საკუთარი თავის წინაშე.  ეს არის პაწაწინა, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი განსხვავება თაობებს შორის, რაც ბევრ მომენტს ხსნის. ადამიანები იმედგაცრუებულნი არიან. მათ არ სურთ აიღონ თავის თავზე ვალდებულება საკუთარი უბედურების. უფრო ადვილია თქვა : „ასეთი ადამიანი ვარ და ესაა მიზეზი”. სამწუხაროდ, ადამიანის პრობლემა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ყველა უბედურებას ან შეცდომას ვაბრალებთ სხვას ან რაიმე გარემოებას.

 ბევრი  ცხოვრებისეული მომენტი ჯერ კიდევ ბავშვობაში გავიაზრე, სანაპიროზე აზარტული თამაშების პროცესში.

ბოლო დროს, არ ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას რაღაცის შექმნას. მანერები, ინტონაციები… მე მეზარება ამაზე მუშაობა, რადგან ყოველივე შიგნიდან უნდა მოდიოდეს. მთავარია, იცოდე – ვინ ხარ შენ! სწორედ ამაზე უნდა იმუშაოთ. ყველა როლს მე ვუდგები ავტობიოგრაფიულად.

დღეს მე ტელეფონით ველაპარაკე შონ პენს. საინტერესოდ მომეჩვენა ის ფაქტი, რომ არ ვიყავი იმ მსახიობთა სიაში, რომლებიც ემხრობიან სტანისლავსკის მეთოდს. რა თქმა უნდა, მოვახსენე ეს ამბავი შონს და დავაყოლე:“ მე დღემდე გამომდის მათი გასულელება“. ეს არის მიღწევა. იმიტომ რომ, ჩემი აზრით, სამსახიობო სამყაროში არავინ არაა ისეთი, ვინც ჩემზე უფრო კარგად გაიაზრებდა სტანისლავსკის მეთოდს და ჩემზე მეტად გამოიყენებდა ამა თუ იმ როლის დამუშავებისას. უცნაურია, ვერავინ ამჩნევს ამას. ალბათ იმიტომ, რომ რეალობა და რეალობის წარმოდგენა ორი განსხვავებული ცნებაა.

რატომ არ შეიძლება თანამედროვე გონების ყველა მიღწევა გავაერთიანოთ, რათა გავაუმჯობესოთ ქუჩის მოძრაობა?

გინდა დაიჯერეთ, გინდ – არა, მაგრამ მე ვიყავი რიჩარდ ნიქსონის მხარეს, როდესაც აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ უარი განუცხადა ნიქსონის კონფიდენციალურობის საქმეს.  წარმოიდგინეთ თქვენი თავი პრეზიდენტის ადგილას – ნუთუ გექნებათ სურვილი, გამოაქვეყნოთ ყველა თქვენი სიტყვა ან მოქმედება. ვთვლი, რომ ეს სრული სისულელეა. მიუღებელია, წაართვა სხვა ადამიანს პირადი ცხოვრების უფლება. გააკეთებთ ამას და ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვება, შედეგი კი იქნება ბილი – მონიკასთან ერთად. ცხოვრებას უნდა შეხედო ფხიზლად. ადამიანი არის ადამიანი და არასდროს მოსთხოვო ის, რასაც ვერ გაწვდება.

ჩემი დევიზი: იცხოვრე სიამოვნებით.

რა თქმა უნდა, მე ისეთი მაგარი არ ვარ, როგორც ჩემზე ფიქრობენ. არც მეომარი, არც ის, არც ეს. თუ რამეა, სჯობს მე წავალ სახლში.

ბავშვები ავსებენ  თქვენს შინაგან ბუნებას. მათ გარეშე შეუძლებელია ცხოვრება.

მე ნამდვილად არ ვიცოდი 37 წლამდე, რომ ჩემი და იყო სინამდვილეში დედაჩემი. მაგრამ  დიდი ხანია მივხვდი იმას, რომ დედამიწაზე ძალიან ბევრი რამ არის, რაც არ ვიცი. თუ დიდ მნიშვნელობას მივანიჭებ იმას, რაც არ ვიცი, ასე საქმე არ გამოვა. გაამახვილეთ ყურადღება დადებითზე და პოზიტიურზე – ეს არის ჩემი მოსაზრება. ეს ხრიკი საკმაოდ სასარგებლოა.

კიდევ ერთი ძველი სამსახიობო წესი: მარტივია – დაეშვა, მთავარია სწრაფვა სიმაღლისკენ.

მამაკაცები დომინირებენ მხოლოდ ფიზიკური ძალის გამო. ამიტომ, მათ შეუძლიათ თანაგრძნობა იქ, სადაც ქალი ამას არ გამოამჟღავნებს.

ქალის მიერ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს უსიტყვო შეთანხმება, რომ თეთრკანიანი ადამიანი არის ერთადერთი კანონიერი სამიზნე კრიტიკისათვის. ჩვენ კი, ამას უკვე შევეგუეთ.

ძალიან ბევრი საშუალო ასაკის ადამიანი ოცნებობს უფრო მეტ რომანტიკაზე მათ ცხოვრებაში.

არ ვიცი, მართალია თუ არა ეს სტატისტიკა, მაგრამ სადღაც გავიგე, რომ ორმოც წელს მიღწეული  მარტოხელა ქალები 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მარტოხელა მამაკაცები. აი, სადამდე მიგვიყვანა ქალთა მოძრაობებმა. ყველა ქათამმა იპოვა თავისი საქათმე.

მე ძალიან ფაქიზად  ვექცევი კარგ მანერებს. როგორ გადააწოდო თეფში; არ უნდა იყვირო ერთი ოთახიდან მეორეში; დაკაკუნების გარეშე ოთახში შესვლა; გაატარო წინ მანდილოსანი. ამ  უამრავი და უბრალო წესის  მთავარი მიზანია, ცხოვრება გახდეს უფრო კარგი. არ შეიძლება ცხოვრება ქრონიკული დაპირისპირებით მშობლებთან – ეს სისულელეა. ძალიან ვუკვირდები ჩემს მანერებს. ეს არ არის უბრალო აბსტრაქცია. ეს ყველასათვის გასაგები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის ენაა.

თუ  გადავხედავ ჩემს ცხოვრებას ბოლო ათი წლის ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში, ძალიან ბევრ მოგონებას გავიხსნებებ, სადაც მთავარი გმირები არიან ბავშვები. იცით, ხანდახან  როგორ ხდება: ისინი წერენ ლექსს ან რაიმე ეტუდს, შენ ყელში რაღაც გეჩხირება და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ბავშვები გჩუქნიან გასაოცარ სიყვარულს. ლორენმა მოიგო საფეხბურთო ტურნირი. რეი გახდა დიდი ბიჭი. ჯენიფერს აქვს თავისი ბუტიკი, სახელად „მარგალიტი“. აგრეთვე, ის ტანსაცმლის დიზაინერია. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი ფილმების პრეზენტირებისას ამდენს არ ვიღიმი, რამდენსაც ჩემი შვილის მოდის ჩვენებაზე.  რაზე არ წახვალ შვილებისთვის!

მე ვფიქრობ, ბერძნებმა გამოიგონეს სპორტი ფილოსოფიის საპირწონედ. სპორტში არსებობს აბსოლუტური წესები. არ არსებობს ეჭვები :  ბურთი – ან მოედანზე ან აუტში. ან მოახვედრებ კალათაში, ან ვერა. აქ ყველაფერი ნათელია.

მე ვარ ლიბერალ-დემოკრატი, მაგრამ ბუში ჩემში არ იწვევს არანაირ ზიზღს, როგორც სხვა დემოკრატებში. მე მახსოვს მეორე მსოფლიო ომი. ჩვენ ვაქრობდით შუქს სახლში, თითქოსდა, სანაპიროდან ვიღაც დაგვესხმოდა თავს. როგორ მოვქცეულიყავით იმდროინდელ ატმოსფეროში? არ გვქონდა გამოსავალი და დღესაც არ არის. არ ვიცი, რისი გაკეთება შეეძლო კიდევ ბუშს. ჩვენ უბრალოდ მივყვებით დინებას.

ჩემი შვილი, გოგონა, 13 წლისაა. ბოლო დროს, ვფიქრობ : „ არ შეგიძლია, იყიდო ისეთი შარვალი, რომ არ იარო ქუჩაში გაღეღილი ჭიპით?“

კარგი მამა ვარ? მე ყოველთვის გვერდით ვარ. ჩემი სიყვარული არაფერს ითხოვს. არ ვიცი, როგორ დავეხმარო ბავშვებს თვითგამორკვევაში. მაგრამ ყოველთვის შევძლებ ვურჩიო, როდესაც რაიმე გასაჭირი ექნებათ. ცხოვრებაში ბევრი სირთულე გამოვიარე და გადავლახე. ვცდილობ, არ დავანახო შვილებს ცხოვრება ვარდისფერ ფერებში. მინდა გავუღრმავო იმის შეგრძნება, რომ იყო ბედნიერი – ეს ნორმალური მდგომარეობაა. არაა საჭირო, ქმნიდე სულ პრობლემებს შენ ირგვლივ, რომელიც სინამდვილეში არცაა.

მე ვეწინააღმდეგები საყოველთაოდ მიღებულ მრწამსს.  ჩემი რელიგიაა, იყო უშუალო და იცხოვრო ახლა და აქ. ეს არის ძველი კლიშე, ვიცი, მაგრამ ის ჩემია.

მე მშურს მორწმუნეების. თავად არ გამაჩნია უნარი, ვირწმუნო რაიმე ზებუნებრივი. ყოველ შემთხვევაში ახლა. მე ვლოცულობ კიდეც და მაქვს უფლის შეგრძნება. ეს გრძნობა უფრო ცრურწმენას ჰგავს, ვიდრე რელიგიურს. ალბათ, ეს ადამიანის ბუნების ერთ-ერთი თვისებაა.

მოეპყარი ადამიანს ისე, როგროც გინდა, რომ შენ მოგეპყრან. რომ დავფიქრდეთ, რა გვინდა კიდევ უფრო მეტი რელიგიისაგან?

ვერასოდეს ვერ განვიკითხავ იმას, ვინც თვლის რომ აბორტი არის მკვლელობა. თავად არაკანონიერად დაბადებული ვარ. დღეს შეიძლება არც ვყოფილიყავი.

დედამიწაზე ძალიან ბევრი დიდი სიცრუე არსებობს, უბრალოდ, არავის აქვს სურვილი,  განიხილოს ეს.

კითხვა, რომელსაც მსახიობი ხშირად უსვამს საკუთარ თავს: სად წახვიდოდი, რომ არ იყო შეზღუდული ამ ეპიზოდის ჩარჩოებით?

დიდი ხნის განმავლობაში მეშინოდა, დავრჩენილიყავი მარტო. მომიწია მარტოობასთან შეგუება. დღემდე, ხანდახან ვფიქრობ:” ვაიმე, ვინმეს უნდა დაველაპარაკო, თორე გავაფრენ!” მაგრამ ახლა ხშირად მომწონს მარტო ყოფნა. მარტოობა –  ეს დიდი ფუფუებაა.

მე არ ვთამაშობ გოლფს მეტოქეობისათვის. ყველას ვეუბნები, რომ ვთაღლითობ თამაშისას იმისთვის, რომ ფულზე მეთამაშონ. აი, რა უშლის ზოგადად ადამიანს ფეხბურთის ყურებაში. არავინ აკვირდება თამაშის მსვლელობას, ყველა თვალყურს ადევნებს ბუკმეიკერის პროგნოზებს.

მე ვხვდები აუტანელი, მართლა. ჩემზე მეტს არავინ ყვირის და წივის. მაგრამ ყველაზე რთული პერიოდია, როდესაც მოდიხარ სახლში და ხვდები, რომ ისინი იყვნენ მართლები. შენ კიდევ, სუფთა სულელი ხარ.  და ეს ხდება ერთხელ ან ორჯერ ყოველი ახალი ფილმის გადაღებისას და შენი თავი გგონია ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება. მერე კი, ბრუნდები სახლში და ხვდები, რომ კრეტინი ყოფილხარ.

პროფესიონალური მსახიობობა ძალიან რთული საქმიანობაა. მოდიხარ სტუდიაში, უყურებ გადაღებების რეზულტატებს და ხვდები, ყველაფერი, რისთვისაც იშრომე, უბრალოდ საზიზღრობაა.

მიყვარს ქალ რეჟისორებთან მუშაობა. მათ არ ეზარებათ, იყვნენ ყოველთვის მომხიბლელნი.

მე ძალიან იღბლიანი ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის გამომდიოდა ქალებთან ურთიერთობა ყოველგვარი თანაცხოვრების გარეშე.

ხშირად ვუსმვამ ჩემს თავს თეორიულ კითხვას: ოდესმე გადავიღებდი პორნოფილმებს, იმისთვის, რომ  თავი მერჩინა?

რაც უფრო ნაკლები იციან ჩემზე, მით უფრო მიადვილდება მუშაობა.

შეეცადეთ, თავი აარიდოთ ბანალურ გამონათქვამებს საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით , როდესაც საქმე გაქვთ რეპორტიორთან.

შეეცადეთ, თავი აარიდოთ რეპორტიორებს.