Skip to content

“ხშირად იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ”

25 წლის ასაკში არწივის კლანჭები ძალიან ბლაგვდება და გრძელდება და მისთვის ძალიან რთული ხდება ამ კლანჭებით მსხვერპლის დაჭერა. მისი ნისკარტიც ძალიან გრძელდება და იხრება და არ აძლევს მას საშუალებას კარგად დაგლიჯოს ნანადირევი. ფრთებზე და მკერდზე ბუმბული ძალიან უმძიმდება და უსქელდება, რაც ხელს უშლის მას ფრენაში.

ამ დროს არწივი დგას არჩევნის წინაშე: ან სიკვდილი, ან ცვლილების ხანგრძლივი და მტკივნეული პერიოდი, რომელიც 200 დღე გრძელდება.

ის მიფრინავს თავის ბუდესთან, რომელიც მაღალ მთებშია და დიდი ხნის განმავლობაში ურტყავს ნისკარტს კლდეს, სანამ ნისკარტის ნაწილი არ ჩამოტყდება. შემდეგ ის ელოდება, სანამ გაიზრდება ნისკარტი, რომლითაც ის იგლეჯს თავის კლანჭებს. შემდეგ როდესაც კლანჭები იზრდება, არწივი მათი დახმარებით მკერდიდან და ფრთებიდან ფანტავს მძიმე ბუმბულს. და მაშინ, 7 თვის ტანჯვის და ტკივილის შემდეგ, ახალი ნისკარტით, ახალი კლანჭებით და ბუმბულით არწივი ახლიდან იბადება და კიდევ 10 წელიწადს ცხოვრობს.

ასეა ადამიანის შემთხვევაშიც. ძალიან ხშირად იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ, ზოგჯერ ამ პროცესს თან ახლავს ტკივილი, შიში, ეჭვები… ჩვენ ვივიწყებთ და ვთავისუფლდებით ცუდი მოგონებებისგან, დამარცხებებისგან, მავნე ჩვევებისგან და წარსულის სხვა მტკივნეული ფურცლებისგან. მხოლოდ წარსულის ტვირთისგან გათავისუფლება გვაძლევს საშუალებას ვიცოცხლოთ და დავტკბეთ აწმყოთი და მოვამზადოთ საკუთარი თავი მომავლისთვის.

ზაზა ქოიავა