Skip to content

წესები რომლითაც ჰარი პოტერის შემქმნელი ხელმძღვანელობს

დამღალა მაგიამ.

ერთხელ ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა მკითხა: „სიმართლეა, რომ პირველი წიგნი ჰარი პოტერზე ხელსახოცებზე დაწერეთ?“ მახსოვს, მაშინ ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეპასუხა :“არა ძვირფასო, ჩაის პაკეტებზე.“

სიღარიბე – დამცირება, შიში და კიდევ უამრავი საშინელი სიტყვაა. მხოლოდ სულელები „ფუთავენ“ სიღარიბეს რომანტიკის ბურუსში.

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი ორგანიზაციიდან მივიღე წერილი. მას სურდა გადაეცა ჩემთვის წლის მეწარმის ტიტული. პასუხად მივწერე, რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იძულებული ვარ უარი ვთქვა, რადგანაც, მე დამიწერია გამდიდრების მიზნით, არამედ უბრალოდ დავწერე, წიგნი რომელზეც თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ძალიან კარგი გამოვიდოდა.

ალბათ, პოტერომანია ბიტლომანიას წააგავს, შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც მომენტში თავი ვიგრძენი ისე, როგორც The Beatles-ის ერთ-ერთმა წევრმა, თუმცა ერთი გამონაკლისით. მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეთქვა:“აი, ჩვენ ცნობილები ვართ“, მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო.

არსებობს სხვადასხვა სახის პოპულარობა, მწერლის პოპულარობა- განსაკუთრებულია. არავინ არ გააგზავნის პაპარაციებს, რომ გადაუღონ სურათი მწერალს ბიკინში.

ჩემი ცხოვრება სრულიად ჩვეულებრივია, ზოგი მას მოსაწყენსაც უწოდებს. მე მიყვარს საჭმლის კეთება, მიყვარს ბავშვებთან ერთად სახლში ყოფნა, და მხოლოდ ზოგჯერ შემიძლია ჩავიცვა ლამაზი კაბა და წავიდე პრემიერაზე.

ყველაზე საშინელი, რაც ახლა ჩემს ცხოვრებაში ხდება- ცარიელი მაცივარია. დიახ, ზუსტად ახლა ჩემი მაცივარი ცარიელია, და წარმოდგენაც არ მაქვს თუ რას შევჭამთ ვახშამზე. ამაზე საშინელი არაფერი არ მახსენდება.

მე არასდროს არ გამომდის ორ კვირაზე მეტ ხანს დღიურის წერა.

მე ვცდილობ არ წავიკითხო დრამა, ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკა, თუმცა მზად ვარ ყველა წიგნს მივცე შანსი, თუ ის ახლოს მიდევს და თავისუფალი დრო მაქვს. იმისთვის, რომ წერა ისწავლო, საჭიროა ბევრი კითხვა- მხოლოდ ეს თუ შველის.

მე სიტყვა მივეცი ჩემს რედაქტორს, რომ არასდროს არ ავიღებ ხელში „გრეის 50 ელფერს“, ზღაპარში არაა საჭირო სექსი.

მე არ ვექცევი ჩემს წიგნებს, როგოც ბავშვებს. მე ვუყურებ ჩემს ვაჟს, და ის ჩემს თვალში იდეალურია, მაგრამ როდესაც ვუყურებ ჩემს წიგნს, ყოველთვის ვფიქრობ თუ რას შევცვლიდი მასში, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს.

შეუძლებელია ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა არის სიბერე. მაგრამ მე მეზიზღება ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც დაავიწყდათ, თუ რას ნიშნავს იყო ახალგაზრდა.

არ მესმის, რატომ გახდა სიტყვა „მსუქანი“ ადამიანის ყველაზე საშინელ მახასიათებლად. ნუთუ მსუქანი შურისმაძიებელზე, შურიანზე, ზედაპირულზე, მოსაწყენზე ან სასტიკზე უარესია?

ბრიტანეთში არავინ არ მეჩვენება იმდენად თვალთმაქციად, პრეტენზიულად ან სასაცილოდ, როგორც საშუალო კლასის ყველაზე უბრალო წარმომადგენელი.

ხალხი გამოირჩევა უნიკალური შესაძლებლობით აირჩიოს ის, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება.

მე მსურს დავრჩე ისტორიაში, როგორც ქალი, რომელმაც ყველაფერი მიიღო, იმ ტალანტისგან, რომელიც ჰქონდა.

მე მომწონს ჩვეულებრივობა, რომლითაც მოდის სიკვდილი. ჩვენ ველოდებით დიდებას, გრანდიოზულობას. პირველი სიკვდილი, რომელთანაც მე მქონდა ახლო შეხება,- დედის სიკვდილი, -ის იყო საშინლად ჩვეულებრივი. დედა უბრალოდ გარდაიცვალა.

ყველაზე მეტად მსოფლიოზე იმის გამო ვწუხვარ, რომ დედამ ვერ გაიგო ჩემი მწერლად გახდომის ამბავი.
არც ისე დიდი ხნის წინ მაღაზიაში შევხვდი ერთ გოგოს. ის იყო დაახლოებით ოცი წლის, მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შეიძლება ჩაგეხუტო?“ მე თავი დავუქნიე და ჩავეხუტე. მერე კი მითხრა: „თქვენ ჩემი ბავშვობა ხართ“. ასეთი რაღაცეები არც თუ ისე ხშირად გვესმის.

მე მეჩვენება, რომ ომში ყველაზე საშინელი არის – მშობლების გარეშე დარჩენილი ბავშვები.

მე ყოველთვის ხმამაღლა ვლაპარაკობ. როდესაც სათქმელი გაქვს, ჩურჩული არ შეგიძლია.

არ გაუშვა შანსი, როდესაც მთელი სამყარო გისმენს.