Skip to content

წერილი ბოთლში

”ყველა ხომალდს ზღვაში, ყველა პორტს, ჩემს მეგობრებს. ასევე, ჩემთვის უცნობ ადამიანებს. ეს წერილიც არის და ლოცვაც. ჩემს ხეტიალში, როგორც იქნა ჭეშმარიტება მოვიპოვე. მე მაქვს ის, რასაც ყველა ეძებს, მაგრამ მხოლოდ მცირედი თუ ჰპოვებს.ერთადერთი ადამიანი,რომლის სიყვარულიც დამებედა მთელი ცხოვრება, ის და მეც, ალტერბენქსისა და ლურჯი ატლანტიკის შვილები ვართ. ესაა ადამიანი, რომელმაც თვითონ მიღწია ყველაფერს. ადამიანი, რომელსაც ისე როგორც არავის, შეუძლია დააფასოს ის უბრალო სიხარული, რითაც ცხოვრება გვასაჩუქრებს ხოლმე. ისაა ჩემი სახლი და ნავსაყუდელი. ვერც ქარი, ვერც გასაჭირი,სიკვდილიც კი ვერ შესძლებს ამ სახლის დანგრევას.

ახლა კი ლოცვა-ღმერთო ჰქმენ ისე, რომ ყოველმა ადამიანმა მსოფლიოში, გამოსცადოს მსგავსი სიყვარული. ჰქმენ ისე, რომ ამ სიყვარულმა განკურნოს ისინი, რამეთუ იგი კლავს შურს, დანაშაულის და მწუხარების გრძნობას.ის კლავს ბოროტებას. ღმერთო ამას გევედრები. ამინ”

წერილი ფილმიდან “გზავნილი ბოთლში”