გასულ წელს, ჩინურმა კომპანია„ალიბაბამ“ ყველაზე დიდი ინიციალი დააყენა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. კომპანია დაახლოებით 200 მილიარდ დოლარს ფლობს და ერთ-ერთი უმსხვილესია ინტერნეტ-გაყიდვების მიმართულებით. მისმა დამფუძნებელმა, ჯეკ მამ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება განვლო.
1. სწავლა ყოველდღიურ ჩვევად აქციეთ.
თინეიჯერმა ჯეკმამ, რომელსაც ინგლისურის სწავლისთვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა, გადაწყვიტა, სასტუმრო „შანგრილაში“ევლო და ინგლისურენოვანი ტურისტები ტურით ხანჟოუში, თავის სახლში წაეყვანა.9 წლის განმავლობაში, ის ამას ყოველ დილით აკეთებდა.
2. არასდროს დანებდეთ.
უარყოფა არის ის, რაც ჯეკ მასთვის ნაცნობია, მაგრამ მისი წარმატება არ შეუფერხებია. იგი სამჯერ ჩაიჭრა უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდებში. უამრავ ვაკანსიაზე უარი უთხრეს, მათ შორის KFC-შიც, სადაც მასთან ერთად 24 ადამიანი მივიდა და ყველამ მუშაობა დაიწყო. მან ათჯერ მისწერა ჰარვარდს სწავლასთან დაკავშირებით, მაგრამ ამაოდ. შემდგომ, როდესაც ჰარვარდის საკითხზე ინტერვიუში ჰკითხეს, უპასუხა: ,,ერთ დღესაც, აუცილებლად წავალ და ვასწავლი იქ.’’
3. გამოიჩინეთ ინიციატივა.
პირველი სიტყვა, რომელიც ჯეკ მამ 90-იან წლებში ინტერნეტში მოძებნა „beer“ იყო, რითაც იპოვა ლუდის ბევრი სახეობა. შემდეგი სიტყვა იყო ,,China’’, თუმცა ვერ იპოვა. ამან შთააგონა, რომ დაეწყო პირველი ინტერნეტ ბიზნესი.
4. არაფრის გეშინოდეთ.
ინტერნეტბიზნესს, რომლისთვისაც მან და მისმა მეუღლემ 2 000 დოლარი ისესხეს, ,,China Pages’’ ეწოდა. ამ სახიფათო წამოწყების შესახებ მან განაცხადა:,,არაფერი ვიცოდი პერსონალური კომპიუტერებისა და ელექტრონული ფოსტების შესახებ. მაშინ პირველად შევეხე კლავიატურას. ამიტომაცაა, რომ ჩემს თავს უსინათლო კაცს ვუწოდებ’’.
5. ენდეთ საკუთარ თავს.
როდესაც პირველად გაუჩნდა „ალიბაბას“ დაარსების იდეა, სახლში 17 მეგობარი შეკრიბა და მასზე საუბარს საათები დაუთმო. ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა, რომ სულელური იდეა იყო. ჯეკი დღე-ღამეებს ამაზე ფიქრში ატარებდა და საბოლოოდ, იდეის განხორციელება გადაწყვიტა.
6. არ გაიჩინოთ მტრები.
ეს ჯეკის უმთავრესი ფილოსოფიაა. როდესაც კონკურენტებზე საუბრობს, ამბობს, რომ მათში ხედავს არა მტრებს, არამედ ადამიანებს, რომლებისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ,,ნამდვილ ბიზნესმენს, ან მეწარმეს მტრები არ ჰყავს.’’
7. იყავით პასუხსიმგებლიანი.
როდესაც ჯეკ მამ ჩინეთში ვებგვერდი შექმნა, რესპუბლიკის მთავრობისგან ლიცენზია სჭირდებოდა. ლიცენზიის დამტკიცება რთული აღმოჩნდა, მის გარეშე კი საქმიანობა არალეგალური იქნებოდა. ნებართვის მიღების შემდეგ, მან თანამშრომლებს დაურეკა და უთხრა: ,,გააკეთეთ ახლავე, დაუყოვნებლივ. თუ რამე შეცდომა იქნება და სახელმწიფო პასუხს მოგვთხოვს ამისათვის, პასუხს ჯეკ მა აგებს.’’