Skip to content

ჯიმ რონი – ,,ადვილია კეთება,, ან „ადვილია არაფრის კეთება’’

ხშირად მეკითხებიან, როგორ გავხდი წარმატებული 6 წლის განმავლობაში, როცა ადამიანებმა, რომელთაც მე ვიცნობდი, ეს ვერ შეძლეს. პასუხი მარტივია: მივხვდი, რომ ადვილია, გააკეთო რაიმე. ისინი მიხვდნენ, რომ არაფრის კეთებაა ადვილი.

მივხვდი, რომ ადვილია, დავისახო მიზნები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მივხვდი, რომ ადვილია, იკითხო წიგნები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩემს აზრებსა და იდეებზე. გამიადვილდა, დავსწრებოდი სემინარებს და ვყოფილიყავი წარმატებული ადამიანების წრეში. სხვებმა კი თქვეს, რომ შესაძლოა, ამას აზრი არ ქონდეს. თუ მომიწევდა შეჯამება, ვიტყოდი, რომ მე გამიადვილდა რაღაცის კეთება, მათ გაუადვილდათ არაფრის კეთება. 6 წლის შემდეგ, მე მილიონერი გავხდი, ისინი კვლავ ეკონომიკას, მთავრობასა და პოლიტიკას ადანაშაულებენ, მაგრამ მათ უარი თქვეს მცირედი, მარტივი საქმის კეთებაზე.

ფაქტობრივად, ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანები არ იყენებენ საკუთარ შესაძლებლობების მაქსიმუმს, შესაძლებელია, ერთ სიტყვით შევაჯამოთუგულებელყოფა.

ეს არ არის ფულის ნაკლებობა – ბანკები ფულით სავსეა. არც შესაძლებლობების ამერკა და თავისუფალი მსოფლიო გვთავაზობს უპრეცედენტო და უხვ შესაძლებლობებს. ეს არწიგნების ნაკლებობა – ბიბლიოთკები წიგნებით სავსეა – უფასოა! ეს არ არის სკოლების ნაკლებობა – საკლასო ოთახები კარგი მასწავლებლებით არის სავსე. გვყავს უამრავი მინისტრი, ლიდერი, მრჩეველი...

ყველაფერი, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ გავხდეთ მდიდარი, ძლევამოსილი და ყველაფრის მცოდნე, ჩვენ მიღწევებშია. უმთავრესი მიეზი, რომ ამ ყველაფერს ცოტანი ანიჭებენ უპირატესობას, ეს, უბრალოდ, უგულებელყოფაა. უგულებელყოფა, როგორც დაავადება, გავრცელდება დისიპლინის მთელ სისტემაში და დაანგრევს სიხარულით სავსე და აწყობილ ცხოვრებას.

რაღაცის არგაკეთებით, ვიცით, რომ შეიძლება, თავი დამნაშავედ ვიგრძნოთ, რაც თავდაჯერებულობის ნგრევას იწვევს. როგორც კი იკლებს ჩვენი თავდაჯერებულობა, მცირდება საქმიანობის დონეც. და თუ ჩვენი ქმედებები შემცირდება, შედეგიც აუცილებლად დაკნინდება. შედეგებით ანჯვასთან ერთად, საქმისადმი დამოკიდებულებაც სუსტდება. და როდესაც ჩვენი დამოკიდებულება პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ გადადის, ეს უფრო და უფრო უარყოფითად მოქმედებს თავდაჯერებულობაზე… და ასე გრძელდება.

ასე რომ, როდესაც გაქვთ არჩევანი გაქვს – ,,ადვილია კეთება,, ან ადვილია არაფრის კეთება’’ არ უგულებელყოთ ეს და აკეთეთ ის, რაც ყველაზე მთავარია!