Skip to content

შესაძლებლობები, რომლებიც იხსნება იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ფულს ზოგავს

კარიერის მანძილზე, სრულყოფდა რა თავის შექმნილ ავტომობილს, ფორდს სახსრები სჭირდებოდა, რათა საქონელი ბაზარზე წინ წაეწია . მან დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა, რომელთაც რამოდენიმე ათასი დოლარი ჰქონდათ დაზოგილი. ერთ-ერთი მათგანი სენატორი კაზენსი იყო. მეგობრებმა დახმარება გაუწიეს ფორდს, დააბანდეს თავიანთი ფული მის საქმეში და წლების შემდეგ, თავიანთი წილიდან მილიონობით დოლარი ამოიღეს.

როდესაც ვულვორტი თავისი გეგმის „ყველაფერი ხუთ და ათ დოლარად“ განხორციელებას იწყებდა, მას კაპიტალი არ ჰქონდა, მაგრამ მან მეგობრებს მიმართა, რომლებმაც მკაცრი ეკონომიისა და დიდი მსხვერპლის გაღების ხარჯზე რამოდენიმე ათასი დოლარი დაზოგეს. შედეგად, მეგობრებმა მხარი დაუჭირეს ვულვორტს და მომავალში, სანაცვლოდ, ასეულობით ათასი დოლარი მიიღეს.

ვან ჰიუზენმა მამაკაცის ტანსაცმლისთვის ნახევრადრბილი საყელოები გამოიგონა. იდეა კარგი იყო, მაგრამ მას არც ერთი ცენტი არ გააჩნდა მის განსახორციელებლად. მან რამოდენიმე მეგობარს მიმართა, რომლებიც დაეხმარნენ და ეს ამაგი მომავალში მათაც დაუფასდათ.

ეს მცირე მაგალითები მრავალთაგან ცხადყოფენ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ქონება სათავეს ფულის დაბანდებიდან იღებს.

სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ როკფელერის ქონების ჭეშმარიტ საფუძველს ფულის შენახვის ჩვეულება წარმოადგენდა, რომელიც მან ჯერ კიდევ მაშინ გამოიმუშავა, როდესაც ბუღალტრად თქვეში 40 დოლარზე მუშაობდა.

ბიზნესმენთა უმრავლესობა თავის სახსრებს არ ანდობს იმას, ვინც ფულზე ზრუნვის და მისი გამოყენების უნარის დემონსტირებას არ ახდენს. შესაძლებლობები ყოველ კუთხეში არიან დამალულნი, მაგრამ ისინი მხოლოდ მათთვის არსებობენ, ვისაც მზად აქვს სახსრები ან ვისაც შენახვის ჩვეულება და ხასიათის სხვა მტკიცე თვისებები აქვს გამომუშავებული.

ჯ.მორგანმა ერთხელ თქვა: “გაცილებით უფრო ხალისიანად ვასესხებ მილიონს მტკიცე ხასიათის და ფულის შენახვის ჩვეულების მქონე ადამიანს, ვიდრე 1000 დოლარს ბუნებით მფლანგველს. ეს სასტიკი, მაგრამ რეალური ფაქტია: თუ ფული არ გაქვთ და არც მისი დაზოგვის ჩვეულება გაგაჩნიათ, თქვენ არასოდეს გაგიმართლებთ იმაში, რაც ფულთან არის დაკავშირებული.

ნაპოლეონ ჰილი