Skip to content

როგორ მოქმედებს ჩვენი ენთუზიაზმი?

ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნაპოლეონ ჰილი, ავტორი ბესთსელერი წიგნისა “იფიქრე და გამდიდრდი”, თავის წიგნში “წარმატების კანონი”, მოგვითხრობს:

“მრავალი წლის მანძილზე მე ღამღამობით მიწევდა მუშაობა. ერთ ღამეს, ნიუ-იორკში, საბეჭდ მანქანას მოვშორდი და ჩემი კაბინეტის ფანჯრიდან გავიხედე, ზუსტად ჩემს პირდაპირ მეტროპოლიტენი ტაუერი იყო და ამ გოდოლზე მთვარის უცნაური ანარეკლი დავინახე. ანარეკლი მოვერცხლისფრო, მონაცრისფრო იყო, რომლის მსგავსიც აქამდე არ მენახა. ყურადღებით რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ მთვარე კი არა და ალიონის მზე ირეკლებოდა. ეს დღის შუქი იყო! მე მთელი ღამე ვიმუშავე, მაგრამ ისე ვიყავი მუშაობაში ჩაფლული, რომ ღამე ერთი საათივით გაფრინდა, – ეს შეუძლებელი იქნებოდა, მე რომ ჩემი სხეული ენთუზიაზმით არ დამემუხტა.

ენთუზიაზმი  სასიცოცხლო ძალაა, რომლითაც თქვენ თქვენს სხეულს მუხტავთ და თქვენში დინამიურ პიროვნებას ავითარებთ. ზოგიერთი ადამიანი ბუნების მიერ არის დაჯილდოებული ენთუზიაზმით, ხოლო სხვებმა ის უნდა შეიძინონ.

დაიწყეთ იმ სამუშაოს შესრულებით , რომელიც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ. ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემში მიმზიდველმა აზრმა ინათა. როდესაც ეს იდეა პირველად გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში, მე მისი განხორციელების პირველი ნაბიჯისთვისაც კი არ ვიყავი მზად. მაგრამ გონებაში ვინახავდი ამ აზრს და როცა წინ ვიხედებოდი ენთუზიაზმს ვგძნობდი; მე ვხედავდი საკუთარ თავში იმ დროს, როცა ჩემი იდეის განხორციელებითვის მზად ვიქნებოდი.

იდეა ასეთი იყო: მე მინდოდა ჟურნალის გამომცემი გავხდარიყავი, რომელიც ადამიანებს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა.

ბოლოს და ბოლოს ჩემი დროც დადგა! მე დავწერე პირველი სარედაქციო სტატია და ეს იმედის მატერიალურ განსახიერებად იქცა. მთელი ენთუზიაზმით ჩავდე მასში ყველა ის გრძნობა, რომელიც თითქმის ოცი წლის მანძილზე მიგროვდებოდა.

როგორც ვთქვი, სტატია ენთუზიაზმით იყო დაწერილი და მე ის ერთ ჩემს ნაცნობს წავუკითხე. სტატია ასეთი სიტყვებით მთავრდებოდა: “ ბოლოს და ბოლოს ოცწლიანი იმედი რეალობად გარდასახვისთვის მზადაა. ჟურნალის გამოსაცემად საჭიროა ფული და არც ისე ცოტა, მე მისი მცირეოდენი ნაწილიც კი არ მაქვს, მაგრამ ეს საერთოდ არ მაღელვებს: მე ვიცი, რომ რაღაცნაირად მივიღებ მას!“

წაკითხვაც არ მქონდა დამთავრებული, როდესაც ადამიანმა, რომელსაც სტატიას ვუკითხავდი, პირველმა და ერთადერთმა, ვინც ეს სტატია ნახა, თქვა:

„უკვე შემიძლია გითხრათ, თუ საიდან მოიტანთ ამ ფულს: მე მოგცემთ თქვენ მას.“

და მან მომცა!

დიახ, ენთუზიაზმი – ეს სასიცოცხლო ძალაა, იმდენად სასიცოცხლო, რომ ადამიანს, რომელსაც ენთუზიაზმი გააჩნია, მიახლოებითაც კი არ შეუძლია თავისი მიღწევების საზღვრების განსაზღვრა..”