Skip to content

,,შენ ხარ ბედნიერი, ამ წამს!”

ვზივარ და საკუთარ  თავს, უფორმო, კუთხეებ მოტეხილ და დამტვერილ სარკეში ვუყურებ საიდანაც თითქმის ჩემი 32-ივე კბილი მოჩანს და თვალები ისე მინათებს  გეგონება ამქვეყნიური და ზღვარს იქითა ბედნიერება აქვსო სრულად შეწყობილი!

რა არის ბედნიერება?

  • ჩემი ერთი მეგობრისთვის, თავის სიყვარულთან ერთად ყოფნა და სიმშვიდეა!
  • თანაუნივერსიტეტელი მეგობრისთვის, საკუთარი ნაშრომის შედეგად მიღებული შედეგის დანახვა!
  • შორეული ახლობლისთვის, ეკონომიკური სტაბილურობა!
  • ერთ- ერთი ძმაკაცისთვის, რაც უფრო მეტ გოგოსთან ექნება ურთიერთობა!
  • ჩემი ძველი მეგობრისთვის, კარიერული წარმატებისგან მიღებული სიამოვნება!
  • ჩემი დისთვის, მისი მეუღლისგან მოსმენილი, ,,მიყვარხარ”, თბილი ღიმილი, ორივეს სახეს რომ ამშვენებს ამ დროს, რომელიც ტუჩების მხურვალე გადანსკვით სრულდება!
  • დედაჩემისთვის- ჩვენი ბედნიერება და ჯანმრთელად ყოფნა!

ეს ბოლო კი ჩემთვის, ესოდენ, გასაოცარია! მაშინ, როდესაც თითოელი ზემოთხსნებული ადამიანი საკუთარი მე-სგან გამომდინარე და მე-თი ნაკარნახევი სურვილების ასრულებაში ხედავს ბედნიერებას და სხვისი ნაკლებად ჩანს, მაშინ როდესაც დედა – უარს ამბობს ყოველგვარ მე-ზე და სრულად შვილებზე კონცენტრირდება, იკვდინებს რა საკუთარ შინაგან, იდის, სურვილებსა და მოთხოვნილებებს და მთელი ყურადღება, მზრუნველობა, სიყვარულის ძალით ახლის თუ სრულად შეუძლებელის ქმნადობის მოტივაციით შვილებზე გადააქვს, რადგან მისთვის, შვილის ბედნიერება უდრის საკუთარს,  ისევე საკუთრად აღქმადი ვართ მისთვის,როგორც წლების წინ ვიყავით, მთელი 9 თვე მის  სხეულში ორ-სულად ჩვენ, მე და დედა,  შენ და დედა…

რაც შემეხება მე. მე ამჟამად ბედნიერების არანაირი განსაზღვრება არ მაქვს ჩამოყალიბებული და მაინც ვიტყვი, რომ ამწამს მე ჩემი ცხოვრების  უმცირეს დეტალში, წამზე ნაკლებ დროში ვგრძნობ საოცარ სიხარულს, აღტაცებას რომ გავს, ერთბაშად მოზღვავებულ უთვლად დადებით ემოციას, რომ გრძნობ , სიყვარულს საკუთარი თავის, შენი- ადამიანების, შენი- საგნების, შენი -ფიქრებისადმი, რომელიც იმ დამტვერილ სარკის წინ მჯდარს, მომღიმარი თვალებით მეუბნება, რომ: ,,შენ ხარ ბედნიერი, ამ წამს!”

ავტორი: თამარ ნარმანია