Skip to content

სიცოცხლე შესაძლებლობაა აკეთო კეთილი საქმე!

  დრო –  მრცხვენია ასე  სწრაფად  რომ  გარბის  და ყოველდღე ვცდილობ უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე და  მიყვარდეს უფრო მეტად.

  სიცილი – ყველაზე მშვენიერი რამ ქვეყნად,ამიტომ  მიკვირს როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთად იცინიან..

  მეგობრობა –   ძველ მეგობარს  თუკი შეხვდები,რომელიც  საუკუნეა არ გინახავს და შენ მას არაფერს უამბობ შენი მიღწევების შესახებ,როგორც ჩანს ის არც  არასდროს ყოფილა შენი ნამდვილი  მეგობარი.

სიყვარული– ბინა სწორედ იმ უბანში ვიქირავე,სადაც ის ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც მიყვარდა.ყოველ დილით ფანჯრიდან ვუყურებდი სამსახურისკენ მიმავალ გზას როგორ მიუყვებოდა ფეხით.ვიცი, იფიქრეთ,რომ  პლატონურ სიყვარულს  არაფერი აქვს საერთო რეალურ სიყვარულთან,მაგრამ ვფიქრობ, პლატონური სიყვარული ყველაზე გულწრფელი სიყვარულია  ქვეყნად.

შვილი – ამ კითხვაზე  არ ვიცი,როგორ გაგცეთ პასუხი. უბრალოდ გეტყვით, ყოველ საღამოს  როდესაც მასთან მივდივარ  ბაღში,გული  მებჯინება  ყელში და მოლოდინით ვკვდები ვიდრე,მის მშვენიერ  თვალებს დავინახავ.

ერთფეროვნება – ადამიანებს სწყინდებათ ერთფეროვნება.არ უღიმიან ცაზე მზეს,არ უყურებენ ვარსკვლავებს და არც ძილის წინ ეხვევიან საყვარელ ადამიანს მხარზე.ისინი თვლიან,რომ ეს ყოველდიური რუტინაა და ძალიან მოსაწყენია,მაგრამ საკმარისია ავად გავხდეთ,მაშინვე შევშფოთდებით. საკმარისია მრავალმა  სხვა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ დაარღვიოს ჩვენი მყუდროება,მაშინვე აღმოვაჩენთ,რომ ერთფეროვნებაში არის სიმშვიდის  ნამდვილი ჯადოსნური მარცვლები.

სამოთხე – ადგილი,სადაც  ფიქრობ,რომ ყველაფერი ისე  იქნება,როგორც გინდა.

წარმატება –  ჰაერში  ჯადოსნური ჯოხის მოსმით არ მოდის, მუხლჩარგული შრომის შედეგია.

წიგნები –  მე ვფიქრობ თითოეული ჩვენთაგანი ატარებს გულით წიგნს – საკუთარ ამბავს,განცდებს და ფიქრებს,რომლებიც სამყაროში ყველაფერზე მნიშვნელოვანია.

ფილმები – ეს არის კადრები რომლებიც არსებობენ ჩვენს გონებაში ,უბრალოდ მათ რეჟისორები იღებენ კამერით და ნამდვილ ბეთსელერებს ქმნიან.

მუსიკა – ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი მუსიკა,რომელიც მაშინ გვესმის,როდესაც  გული სიყვარულით გვაქვს  სავსე.

სიცოცხლე –  შესაძლებლობა  აკეთო კეთილი საქმეები.

ზამთარი –  როდესაც  ფანჯრიდან უყურებ დათოვლილ მთებს და გინდა გადმოხატო შენი სულის სითეთრე მთებიდან.

სამყარო – მხატვარი,რომელიც ხატავს ყველაფერს სხვადასხვა ფერში და ფორმაში.არ არსებობს  ორი ერთანირი ფოთოლი,თოვლისგან  ტოტეტებდახრილი ორი ერთნაირი ხე და  ტყუპებიც კი,რომლებთაც შესაძლოა იდენტური გარეგნობა ჰქონდეთ სულიერად ყოველთვის განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

შემოქმედი –  სარკმლიდან უყურებს როგორ მოძრაობენ პლანეტები ორბიტაზე  მზის გარშემო  და კმაყოფილია.

 გაზაფხული –  როდესაც   გრძნობ  აღდგომის დღესასწაულის  მოახლოებას და ბედნიერი ხარ.