რხევით იტოტებიან ხეები… ფოთლები ქარის ერთ დაშხუილებას თავს უკრავენ და ბრძანებას შეუპასუხებლად ეთანხმებიან… ანუ… ძირს,უცხო სხვა სამყაროსკენ ეშვებიან… სამყაროსკენ, რომელსაც დედამიწის ზურგი ქვია. დედამიწის ზურგზე ფოთლები უსულოდ ეცემიან თითქოს… აი, ისე ადამიანის სხეული რომ დაეშვება ქვესკნელში,სულის გარეშე. სული ხომ იქ რჩება,სადაც ადამიანს უცხოვრია მუდამ… თუმცა, ასე არ არის. ფოთლები და ადამიანები განსხვავდებიან თურმე,მაგრამ მათ შორის მსგავსებაც ბევრია. აი, მაგალითად ის,რომ ადამიანიც ფოთლის მაგვარად ფერადია, მრავალფეროვანი, ამოუცნობი და სათუთი… ფოთოლს რომ სამოსი დაუზიანო მერე, რაც არ უნდა კერო და ამთელო აღარ გამთელდება… ასეა ადამიანის სულიც. სულიც, ფოთლისმაგვარად სათუთი, ფრთხილი და მოსავლელია… შემოდგომას ფოთლები უგზოუკლოდ დაეხეტებიან… შემოდგომა ხომ ფოთოლცვენის პერიოდია. ამ დროს, ფოთოლი, რასაც განიცდის გრძნობს სულიც ადამიანისა და იგივეს განიცდის ისიც… აირევა, დაიკარგება და სულის ტირილს განიცდის…
იცი, რას ნიშნავს სულის ტირილი? ალბათ, არა… სული მხოლოდ მაშინ ტირის, როცა ძლიერ უყვარს. გულწრფელად, მთელი არსებით… ასე მხოლოდ ადამიანს უყვარდება, ნამდვილ ადამიანს. პატივსაცემ პიროვნებას. მე მიყვარდა ასე. უფრო სწორად, მეც მიყვარდა ასე… ოდესღაც… მაშინ, ღრმა ბავშვობაში. როცა სასწაულების მჯეროდა, როცა ზღაპრებს ვიჯერებდი… თუმცა, ზღაპრის ახლაც მჯერა. დღესაც დიდი ზღაპარია ჩემი ცხოვრება…
სიყვარულს სამი წლის ასაკში ვეზიარე. ჩემი წარმოსახვითი ზღაპრის გმირი შევიყვარე და მუდამ მას ველაპარაკებოდი… მას ვუმღერდი, ვარწევდი, მამშვიდებდი ატირებულს… სასაცილოა არა?! მეც მეცინება ადამიანთა ბრბოს, როცა გავერიე… მას მერე ავირიე… ასე იყო მაშინაც, ზუსტად… შემოდგომა იყო, როცა ბაღში შევედი… და… იქ გავიცანი ისინი… ბავშვები… ზოგი ნიღბებაფარებულნი, ზოგი მატყუარები, ზოგი მხიარულები… თავი მეჩვენებოდა მარტოდ… სხვანაირად… და ასეთად დავრჩი. მუდამ ასეთი ვიქნები… ამიტომ, სველდება მუდამ, ყოველ ღამით ჩემი ბალიში… რადგან მგრძნობიარე ადამიანს, უფრო ტკენენ გულს… გულუბრყვილოს უფრო ატირებენ იოლად..
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ბედნიერი ვარ, რადგან მე-მე ვარ! სუფთა, ჭეშმარიტი. ისეთი,როგორიც გამაჩინა უფალმა. არასდროს მითამაშია, არასდროს ვყოფილვარ მოჩვენებითი…. ოჰ, ფოთოლცვენავ.. ოჰ, შემოდგომავ, სათუთო, ამრევო და აურზაურის შემომტანო… სულ შენ მახსენებ ჩემს სულს, ჩემს თავსა და ჩემს საკუთარ მეს!. სხვანაირი და თავისებური რომ მეგონა და მგონია ჩემი თავი,ეს დიდი ნაკლია ალბათ… მაგრამ, მე მაინც ბედნიერი ვარ… რადგან მე-მე ვარ. და არა ვიღაც სხვა… მიუხედავად იმისა, რომ რაღაცას ზედმეტად გამოვხატავ, რაღაცას ნაკლებად… მე მაინც მე ვარ… ჩემი გულის კარები ღიაა ადამიანებისთბვის, მაგრამ დაიკეტება შემოდგომის წასვლისას ისევ… ზამთარივით ცივი გული მაქვს, მეუბნება ბევრი… იცი რატომ? არ მიცნობენ და იმიტომ… იმიტომ რომ მე მათ გულის ტკენის საშუალებას აღარ ვაძლევ.. იმიტომ რომ ვიზრდები… გონებრივად… სულიერად ისევ ბავშვი ვრჩები… მუდამ და მარად, პატარა ბავშვი. მიამიტი და გულუბრყვილო. მაპატიეთ ადამიანებო, მე ჩემი ზღაპრით ვცხოვრობ!
ავტორი: უცნობია