Skip to content
ერთი დოლარი და ორმოცდაექვსი ცენტი, კიდევ სამოცი პენი ხურდა ფული, ყოველი პენი სიმწრით გამოზოგილი. სამჯერ გადათვალა დელამ ფული მაგრამ ეს იყო და ეს. ხვალ კი შობა იყო. გაცვეთილ სავარძელში ჯდომისა და ოხვრის მეტი მას არაფერი დარჩენოდა. თვალცრემლიანმა შეათვალიერა მათი პატარა ბინა, ბინა რომელშიაც კვირაში რვა დოლლარს იხდიდნენ, ის არც ისე ღარიბულად გამოიყურებოდა იმ ადამიანების კვალობაზე, რომლებიც სამჯერ მაინც გადაითვლიან თითოეულ პენს სანამ დახარჯავენ.
დელამ მძიმედ ამოიკვნესა, მზერა ფანჯარას მიაბყრო და უცებ, თვალში მოხვდა ნაცრისფერი კატა, რომელიც ნაცრისფერ ღობეზე გადადიოდა. ხვალ შობა იყო, მას კი ჯიმის საჩუქრისთვის მხოლოდ ერთი დოლარი და ორმოცდაექვსი ცენტი ჰქონდა. დელამ მთელი ფული მოხიკა შედეგი კი ეს იყო. ჰო, კვირაში ოცი დოლარი მართლაც არავის გაამდიდრებდა, მას ხომ ყველაფერი ყოველთვის იმაზე ძვირი უჯდებოდა, ვიდრე წინასწარ ჰქონდა ხოლმე გაანგარიშებული.
უეცრად დელას სახე გაუბრწყინდა, მის გონებაში რაღაც ,,მაშველმა” აზრმა გაიელვა. გრძელი სარკის წინ დადგა, რომელიც ორ ფანჯარას შორის ეკიდა, თმის სარჭი ამოიძრო და თმა ჩამოიშალა.
დილიჟამების წყვილს მფლობელობაში ორი ფასდაუდებელი განძი გააჩნდა. პირველი განძი დელას ლალივით მოელვარე თმა იყო, მეორე კი ჯიმის ოქროს საათი, რომელიც მას მემკვიდრეობთ მამისგან ერგო. დელამ ისევ აიწია თმა და სარჭით დაიმაგრა. ერთი წუთით იყოყმანა. სწრაფად ჩაიცვა ყავისფერი პიჯაკი, კეპიანი ქუდი დაიხურა. საფეხურები ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა. ცოტა ხნის სიარულის შემდეგ თვალი მოჰკრა აბრას ,,მადამ სოფრონი, ლამაზი თმა”. დიდი ნაიჯებით შეაღო დელამ სალონის კარები და მადამ სოფრონის წინაშე წარდგა. ეს იყო ტიპიური ქალაქელი ქალბატონი თეთრი თმებით.
_ გსურთ იყიდოთ ჩემი თმა?
_ დიახ მე ვყიდულობ თმას _ უპასუხა მადამ სოფრონიმ და ოდნავი გაოცებით შეხედა დელას. ,,ჩამოიშალეთ თმა უნდა შევხედო.
_ ოცი დოლარი თქვა მადამ სოფრონიმ, რომელიც თავისი გამოცდილი ხელებით თმის წონას ამოწმებდა.
_ შევთანხმდით უპასუხა დელამ.
შემდეგმა ორმა საათმა დელასთვის ქარივით სწრაფად გაირბინა, მას ყველა საზრუნავი გადაავიწყდა. დელა ერთი მაღაზიიდან მეორეში გადადიოდა, რათა ჯიმისთვის შესაფერისი საჩუქარი შეერჩია. უეცრად კი იპოვა ის რასაც ეძებდა. ეს იყო ნამდვილი პლატინის სამაჯური. დელამ როგორც კი დაინახა ის, მაშინვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის იყო რასაც ის ჯიმისთვის ეძებდა.
დელა ჩქარობდა სახლში დაბრუნებას ჯიბეში კი მხოლოდ ორმოცდაექვსი ცენტი ედო. მაგრამ ეს მას სულაც არ აღელვებდა. ამ სამაჯურით ჯიმი ყვერანაირ საზოგადოებაში შეძლებდა თავის მოწონებას. აქამდე კი ის მალულად დახედავდა ხოლმე საათს, რადგანაც საათს სამაჯურის ნაცვლად ძველი, დაფლეთილი თასმა ჰქონდა.
დელა კვლავ შინ იყო და მოუთმენლად ელოდა ჯიმის მოსვლას. აი, კარიც გაიღო და ჯიმი შემოვიდა, დაძაბული გამოიყურებოდა, მისი მზერა დელაზე იყო მიბყრობილი. დელამ მაგიდიდან საჩუქარი აიღო და ჯიმისკენ წავიდა. ჯიმმა დელას ვარცხნილობა დაინახა და გაშრა.
,,ჯიმ საყვარელო ასე ნუ მიყურებ! ჩემი თმა გავყიდე, რადგან ამ შობას თუ რაიმე არ გაჩუქე ისე ვერ ვიზეიმებ. თმა ისევ გამეზრდება. შენც იცი ჩემი თმა სწრაფად იზრდება. მოდი ჯიმ მომილოცე შობა და დავტკბეთ ამ ზეიმით. შენ კიდევ არ იცი რა მშვენიერი საჩუქარი მაქვს შენთვის.
_შენ, შენ თმა შეიჭერი?- ჰკითხა ჯიმმა დელას მკაცრი ტონით.
_ შევიჭერი და გავყიდე და მე ეს სიამოვნებით გავაკეთე.
_შეიჭერი და გაყიდე? _ იმეორებდა ჯიმი თავის ქნევით.
ჯიმმა ჩანთიდან პატარა ყუთი ამოიღო და მაგიდაზე დადო. დელამ აკანკალებული ხელებით აიღო ყუთი და გახსნა. როცა საჩუქარს დახედა სიხარულისგან ყვირილი აღმოხდა. შემდეგი წუთები იყო სიხარული, სინანული და ცრემლები. ჯიმმა არ იცოდა როგორ დაემშვიდებინა ცოლი. ყუთში ორი უმშვენიერესი თმის სამაგრი იდო, ისინი კუს ბაკნისგან იყო დამზადებული და ულამაზესი თვლები ამშვენებდა, დელასთვის ისინი მუდამ სასურველი იყო მაგრამ მათ ყიდვას ვერასოდეს ახერხებდა. ეხლა კი ისინი მას ეკუთვნოდა. დელა თვალცრემლიანი შეჰყურებდა მათ და იმეორებდა ჯიმ ჩემი თმა სწრაფად იზრდება. მერე დელა წამოდგა და ჯიმს მის მიერ ნაყიდი საჩუქარი გაუწოდა, ის უცებ გამოცოცხლდა თიტთოს ყველაფერი გადაავიწყდა.
_ ჯიმ შეხედ რა მშვენიერია! მათ საპოვნელად მთელი ქალაქი შემოვიარე. ეხლა შენ შეგიძლია საათს იმდენჯერ დახედო რამდენჯერაც მოგინდება, მომეცი შენი საათი ამ სამაჯურზე ის დიდებული იქნება.
ჯიმი სავარძელში ჩაეშვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და დელას გაუღიმა.
_ დელა საყვარელო მოდი საჩუქრები გვერდზე გადავდოთ, ისინი გამოსაყენებლად მეტისმეტად კარგია, მაგრამ არა ჩვენთვის. საყვარელო მე საათი გავყიდე შენთვის ეს სამაგრები რომ მეყიდა. მოდი მაკოცე და მაგიდას მივუჯდეთ, შობაც დამდგარა.
ო, ჰენრის მოგვთა საჩუქრების მიხედვით; თარგმანი: მარიამ შელეგია;