Skip to content

შედეგის მშვენერება მეტყველებს მიზეზის მშვენიერებაზე

ყოველი ქმნილება, ხილული თუ უხილავი, შუქია იმის ქმნილი, ვინც ყოველი სინათლის მამაა. ეს სპილოს ძვალი ეს ონიქსი, თუნდაც ამ ტაძრის კედლების ქვა, გარს რომ გვარტყია, თავად სინათლეა, რამეთუ კეთილია და მშვენიერი, წონასწორობის საკუთარი წესით ნასულდგმულები, ყოველივესაგან განსხვავებული, რაოდენობრივად საზღვრული, ურყევი წყობის შეცველი, საკუთარი, ერთადერთი, თავისი მნიშველობის დარი ადგილის მაძიებელი. და ამ ყველაფერს მით უფრო ცხადად შევიგრძნობ, რაც უფრო ძვირფასია ნივთი, რომელიც ხელთ მიპყრია, და ღვთის შემოქმედი ძალაც მით უფრო ნათელია, რადგან, თუ შედეგის მშვენერება მეტყველებს მიზეზის მშვენიერებაზე, რომელიც თავისი სისრულით მიუწვდომელია, რადგან ნათლად უნდა მეტყველებდეს მიზეზის ღვთიურობაზე ისეთი თვალისმომჭრელი შედეგი, როგორიცაა ოქრო და ალმასი, თუკი ნეხვიცა და მღილიც კი ამაზე მეტყველებს! და როცა ამ ძვირფას ქვებში უზენაესის ხელს შევიცნობ, სიხარულით შეძრული სული ტირის, ცრემლებად იღვრება არა მიწიერი ამაოებით ან სიმდიდრის თაყვანისცემით, არამედ-უმიზეზო პირველმიზეზისადმი უსპეტაკესი ტრფობით.

უმბერტო ეკო, „ვარდის სურნელი“, „დიოგენე“. 2011–2012; გვ203